"15 წელია ყოველდღე მარიახუანას ვეწევი, არაფერი მძიმე არ მიმიღია" - სტეფანეს მიმართვა პარლამენტარებს

"15 წელია ყოველდღე მარიახუანას ვეწევი, არაფერი მძიმე არ მიმიღია" - სტეფანეს მიმართვა პარლამენტარებს

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი პარლამენტარებს და მედიკოსებს მიმართავს, სანამ მარიხუანას წინააღმდეგ გამოვლენ, მეტი ინფორმაცია მოიძიონ მის შესახებ.

სტეფანე აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს "ფეისბუქზე" ავრცელებს და არ მალავს, რომ მარიხუანას მომხმარებელი თავადაც არის.

"ეს პარლამენტარები და ვითომ ნარკოლოგები, მარიხუანის წინააღმდეგ რომ გამოდიან.... ხომ შეიძლება ზრდილობის გამო ინტერნეტში ბოლო ინფორმაცია მოიძიონ, როდესაც ესეთი ხელმისაწვდომია ყველაფერი და კომუნისტების მიერ გაცემული, ბანძი დიპლომებით არ გვემარიაჟონ?! რა სიბნელეა! რა სამარცხვინოები არიან!

პ.ს : 15 წელია ყოველდღე მარიახუანას ვეწევი და არაფერი მძიმე არ მიმიღია არასდროს და სურვილიც არ გამჩენია. ეხლა რამდენიმე დღეა არ მომიწევია (იმიტომ რომ ვერ ვშოულობ) არც ლომკა მაქვს და აგრესიულიც არ ვარ, მეყანწეებისგან განსხვავებით!", - წერს სტეფანე.

დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას გულისხმობს.

პროექტი მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს