თბილისის ცენტრში, ოსეთის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაცია "ამბები.გე"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. გარდაცვლილია 87 წლის მამაკაცი. ხანძრის დროს სახლში მასთან ერთად მისი მეუღლეც იმყოფებოდა, რომლის გადარჩენა სამაშველო ბრიგადის წევრებმა შეძლეს. ცნობილია, რომ დამწვარია 50 კვადრატული მეტრი ფართობი.
ოსეთის ქუჩაზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა იმყოფება. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.