რამზან კადიროვის ძვირადღირებული გატაცებები და ცხოვრება წარმოუდგენელ ფუფუნებაში

რამზან კადიროვის ძვირადღირებული გატაცებები და ცხოვრება წარმოუდგენელ ფუფუნებაში

ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მამასთან, აჰმად კადიროვთან ერთად რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. 1996 წლიდან, მამასთან ერთად, სეპარატისტული და ანტირუსული მოძრაობის მეთაურია. მოძრაობის, რომელმაც რუსეთს ჯიჰადი გამოუცხადა. 1999 წელს უფროს კადიროვთან ერთად გადავიდა ფედერალური ხელისუფლების მხარეს. 2004 წლამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, თუმცა, მის ძირითად საქმიანობას ტყეში დარჩენილი სეპარატისტული დაჯგუფებების განადგურება წარმოადგენდა. მის სისასტიკეზე დღემდე საუბრობენ.

2007 წელს 30 წლის ასაკში გახდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური. 2007 წელსვე, რუსეთში წლის ადამიანად დასახელდა. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება. რამზან კადიროვის კარიერაზე გადამწყვეტი გავლენა ვლადიმერ პუტინმა იქონია. პუტინს ყოფილი მოწინააღმდეგე და ახლა უკვე "უმცროსი და ერთგული ძმა" ვალში არ დარჩენია: ჩეჩნეთის დედაქალაქი ჩამოსულ სტუმრებს რუსეთის პრეზიდენტის პლაკატებით ეგებება. პუტინის "უმცროს ძმას" წლებია ადანაშაულებენ დიქტატორული რეჟიმის დამყარებაში, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და კორუფციაში. თუმცა, ეს არც მას ადარდებს "დიდი ძმის" მსგავსად...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: კადიროვის მდიდრული ცხოვრება და სასიყვარულო თავგადასავლები

რამზან კადიროვის ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენცია მდიდარი ჩინოვნიკების საცხოვრებელ უბანს უფრო ჰგავს, ვიდრე სახლს. კადიროვის მეგობრებმა კარგად იციან, როგორ ხიბლავს ქვეყნის პირველ პირს ხიფათი, ამიტომ ძღვნად მისთვის მტაცებელი ცხოველები მიჰყავთ. 4 ლომი, ლეოპარდები, პანტერები და 3 დათვი, რომლებსაც პრეზიდენტი განსაკუთრებულ თავისუფლებას ანიჭებს, მისი რეზიდენციის ეზოში ცხოვრობენ. სასახლის ეზოში ჩანჩქერები, ხელოვნური მთები, საგუშაგოები და ქვის ქანდაკებები დგას.

მტაცებელ ცხოველებთან ერთად, კადიროვის კიდევ ერთი გატაცება ცხენებია. საყვარელი ულაყი პრეზიდენტს ოთხნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა. ხოლო, ინგლისური ჯიშის რამდენ ცხენს ითვლის პრეზიდენტის თავლა, უცნობია. კადიროვის ძაღლების ღირებულება კი 1000 დოლარიდან იწყება. ძაღლსაშენი ერთი მიზეზის გამო გახსნა: ჩეჩნეთის ლიდერს დიდ სიამოვნებას ანიჭებს ძაღლების ჩხუბის ყურება.

კადიროვის მორიგი სისუსტე ძვირადღირებული მანქანებია. "ფერარი", "ლაბორგინი", "პორშე" - ჩეჩნეთის ლიდერის ავტოფარეხში ყველაზე საუკეთესო ავტომანქანები დგას.

რაც შეეხება ოჯახს, კადიროვმა თავის მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გაიცნო. მედნი აიდამიროვა დიზაინერია. 2009 წელს მან გროზნოში საკუთარი მოდის სახლი გახსნა. 9 შვილის დედას მეუღლემ ეზოში ზღაპრული ბაღი მოუწყო. როგორც მედნი ამბობს, ზღაპრულია მათი ურთიერთობაც, თუმცა კადიროვის რომანების შესახებ ინფორმაცია მედიაში ხშირად ჩნდება.

პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების ნაწილი ჩეჩნეთში კადიროვის კულტის შესახებ საუბრობს. თავის მხრივ, პრეზიდენტი ქვეყნის სიყვარულზე და ჩეჩნეთის კავკასიის ლოკომოტივად ქცევაზე ოცნებობს. კითხვაზე, საიდან ფინანსდება ის და მისი რესპუბლიკა, 40 წლის პრეზიდენტს ასეთი პასუხი აქვს: "ალაჰი მაძლევს".

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა