საქართველოს ბოლივუდის მსახიობი „მისტერ რათხოდი“ ეწვია

საქართველოს ბოლივუდის მსახიობი „მისტერ რათხოდი“ ეწვია

თელავს დღეს ბოლივუდის მსახიობი გაურავ ჩოპრა ეწვია. ქართველი საზოგადოების ნაწილი მას სერიალ "ორი ბედიდან" იცნობს, სადაც ის "მისტერ რათხოდის" როლს თამაშობს.

თელავის ცენტრში მსახიობს გულშემატკივრები დახვდნენ. როგორც ცნობილია, "რათხოდის" ჩამოყვანა

საქართველოში ერთ-ერთი თოქ-შპუს ორგანიზებით მოხდა.

იგეგმება ასევე მსახიობის ჩასვლა ქუთაისშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს "ფეისბუქზე" ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძეც ავრცელებს.

"ძალიან მაგარი კაცი მყავს ხვალ სტუმრად ქუთაისში. ინდოელი მსახიობი გაურავ ჩოპრა. ტელე "იმედის" სერიალიდან რათხოდი ("ორი ბედი"). მსურველებს ხვალ დღის მეორე ნახევარში შეგახვედრებთ ქუთაისის ბულვარში. მოდით და გადავიღოთ სელფები" - წერს ლიკლიკაძე.

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი