მთავრობამ ეკლესიას წალკაში მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა

მთავრობამ ეკლესიას წალკაში მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წალკაში მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადაეცა. მთავრობის განკარგულების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერთაში მდებარე 100 000 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანხმობა მიეცა, მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერთაში მდებარე 56 517 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.