მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიდება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიდება

მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე რეგულაციების ამოქმედების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით, უცნობია. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე, "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, გადაწყვეტილებას ყველა არგუმენტის გათვალისწინებით მიიღებენ. მისი თქმით, კომიტეტმა განიხლა კანონპროექტი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ბიზნესისთვის გონივრული ვადის მიცემა აუცილებელი იყო. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიდება.

გადადებას ერთადერთი მიზეზი აქვს, ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს. არავის არ უნდა შეექმნას პრობლემა გადარიცხული თანხების, დადებული ხელშეკრულებების, დაწყებული მოლაპარაკებების გამო. ყველა ხელშეკრულება, რომელიც 2016 წლის ბოლომდეა დადებული, უნდა განხორციელდეს",- აღნიშნავს თემურ მაისურაძე.

მისი განცხადებით, პარლამენტმა განიხილა კონკრეტული წინადადებები და ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრების შედეგად, რეგულაციების შემოღება დროებით შეაჩერა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია