"რა იყო გაშორდნენ, თუ ვაშაძე ცოლზე გაბრაზებული ბოღმაობს?" - რა განცხადებას უხსენებს მოროშკინა ანანიაშვილის მეუღლეს

"რა იყო გაშორდნენ, თუ ვაშაძე ცოლზე გაბრაზებული ბოღმაობს?" - რა განცხადებას უხსენებს მოროშკინა ანანიაშვილის მეუღლეს

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ნინო ანანიაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება და მისი მეუღლის, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ძველ განცხადებას იხსენებს, სადაც ის საზოგადოებას 13 აპრილს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდა. აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ იმართებოდა.

"ხახახააა... აგერ მეც მოსკოვში ვარ და მისი მეუღლე ნინოც!.

თან ცეკვავს და თან მეგობრობას ეფიცება რუსებს....

რა იყო გაშორდნენ, თუ ვაშაძეს თავის ფანტაზიებში რქები მოეფხანა და ცოლზე გაბრაზებული ბოღმაობს????

ნინო შენ დიდი არტისტი ხარ და ეს კაცი გარცხვენს!

ცუდადაა ვაშაძის საქმე - რა ქნას, რუსული რუბლები და დიდი ჰონორარი ეღიტინება და მერე ნაცების გულის მოსაგებად "ღიტინობს":))", - წერს მოროშკინა და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაშაძის ძველ განცხადებას იზიარებს:

"ხშირად მეკითხებიან: რა გავაკეთოთ? როგორ ვიმოქმედოთ? მოდით ერთად გადავდგათ პირველი ნაბიჯი! ყველას ვინც მიიჩნევთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყველას ვინც ფიქრობთ, რომ ოკუპანტთან თანამშრომლობა დანაშაულია, ყველას ვინც ირჩევთ ევროპულ მომავალს, განვითარებასა და პროგრესს, საზოგადოება "ივერია" საზოგადოება "დაბრუნებასთან" ერთად გიწვევთ 13 აპრილს, კანცელარიის წინ – ერთად ვუთხრათ არა კოლაბორაციონიზმს!

ერთად მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საქართველოს მოქალაქეების უფლებები და რუსეთის ხელშემწყობთა წინააღმდეგ იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

აქცია არ არის ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობის მიერ, შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა თქვენს პოლიტიკურ სიმპათიებს. მნიშვნელოვანია მხოლოდ სახელმწიფოებრივი აზროვნება და ჩვენი შვილებისთვის ევროპული მომავალისკენ სწრაფვა", - აცხადებდა გრიგოლ ვაშაძე.

იხილეთ ასევე: "უმძიმესი ამბავია და აღუდგენლად დააზიანა პრიმას იმიჯი" - ანანიაშვილის მოსკოვში ცეკვის ამბავზე FB-გამოხმაურებები არ წყდება

"უცხოობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი არ მინახავს... ოვიმ იცნო მამა" - რას წერს კოშკელიშვილი ექიმი მეუღლის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ

ემოციური კადრები ლაგოდეხის სამშობიაროდან: შობის ღამეს მშობიარე საკეისრო კვეთისას გალობს

"ბიჭო, ბიჭო, ბიჭო… ნოვოსიბირსკიო... თავიდან ღადაობა მეგონა. ახლა აღარაა მტერი რუსეთი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე