3 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ავარია ქობულეთში

3 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ავარია ქობულეთში

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია ამბები.გე-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობს მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია