"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია"

"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია"

25 თებერვალს, ნინო ანანიაშვილის მოსკოვში გამართული კონცერტი მისი მეგობრებისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა. მსოფლიო დონის ბალერინის ნაბიჯი განსაკუთრებით ნიკა რურუამ და მისმა გუნდმა გააკრიტიკა, არადა, ანანიაშვილის მეუღლე გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურად ჯერ კიდევ კულტურის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელად ითვლება. გაიყო თუ არა ვაშაძისა და რურუას პოლიტიკური ინტერესები და რა გეგმები აქვს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, kvirispalitra.ge საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელს ნიკა რურუას ესაუბრა:

- არ ვიცი რა რეაქცია ჰქონდა გრიგოლ ვაშაძეს ჩემ განცხადებებზე, კარგი იქნება თუ ამაზე საჯაროდ თავადვე ილაპარაკებს. მან კარგად იცის, რომ ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურად უკომპრომისო ვარ. ნინო ანანიაშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ მისი გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია. მას შეეძლო პედაგოგის იუბილე თბილისში, ახლადგახსნილ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაემართა. დარწმუნებული ვარ, თბილისში სხვა მოწაფეებიც ჩამოვიდოდნენ. ოკუპაციის დღეს კი ოკუპანტთან ცეკვა დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ პუტინის ნარატივებს მივყვებით, რადგან პოლიტიკასა და ხელოვნებას მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ იყენებს.

- თქვენი განცხადებების შემდეგ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთ ორგანიზაციაში თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ თუ მას "ივერიის" დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს?

- გრიგოლ ვაშაძემ დიდი ხანია ტაიმ-აუტი აიღო და ორგანიზაციაში ფიზიკურადაც კი არ ჩნდება. ამის შესახებ გაგვაფრთხილა კიდეც, ის თავისი ბიზნესსაქმეებითაა დაკავებული. დანარჩენი უკვე თავად უნდა გადაწყვიტოს.

გაგრძელება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორ ნაწილდება ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?

ბათუმში ორსართულიანი სახლში აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?