კომპანია Samsung Elecrtronics მომხმარებელს Samsung GALAXY S სერიის სმარტფონების - Galaxy S7და Samsung Galaxy S7 Edge უახლეს მოდელებს სთავაზობს.
გაუმჯობესებული კამერა: მაღალი ხარისხის ფოტოები დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ ადგილას; გაუმჯობესებული დიზაინი და ფუნქცია; გაუმჯობესებული პერფორმანსი; გალაქტიკის სრული გამოცდილება: 360 გრადუსიანი კონტენტი და გადახდების ეფექტური სერვისი; დაცვის სისტემა, რომლის საშუალებითაც სმარტფონის ჩართვის მომენტიდან მთელი მისი გამოყენების მანძილზე დაცულია როგორც მფლობელის პირადი, ასევე სმარტფონის უსაფრთხოება; ჰიბრიდული ორბარათიანი სლოტი - ეს ახალი მოდელების იმ მახასიათებლების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც Galaxy S7და Samsung Galaxy S7 Edge გამოირჩევა.
ინოვაციური Samsung GALAXY S სერიის სმარტფონები - Samsung Galaxy S7და Samsung Galaxy S7 EDGE კომპანია Samsung - მა ბარსელონაში 21 თებერვალს წარმოადგინა. ”წარმოდგენილი სმარტფონები მომხმარებელს სთავაზობს განუმეორებელ დიზაინსა და მეტ ეფექტურობას, კიდევ უფრო მეტი სისწრაფისა და სიმარტივისთვის. პროდუქტი შექმნილია დღევანდელი მობილური ცხოვრების წესისთვის და შეიცავს გაუმჯობესებულ ფუნქციებს: დახვეწილ დიზაინს, უკეთესი ხარისხის კამერას, განვითარებული პროგრამის ფუნქციასა და სერვისის შეუდარებელ წვდომას პროდუქტთან”, - აცხადებენ Samsung Elecrtronics-ში და პროდუქტს ამჯერად უკვე ქართველ მომხმარებელს სთავაზობენ.
"ჩვენ გვჯერა უკეთესი სამყაროსი, მეტი სიმკვეთრით, შესაძლებლობებითა და გართობით. ჩვენი ახალი პროდუქტით ვცდილობთ ეს ხედვა გავუზიაროთ მომხმარებელსაც. ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ ძალას, რომ მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმუმი ამ ტექნოლოგიით და სულ უფრო მეტად შორს გადავწიოთ შესაძლებლობების ზღვარი." - ამბობს DJ Koh, მობილური კომუნიკაციების ბიზნესის პრეზიდენტი Samsung Electronics-ში.
როგორც Samsung Elecrtronics - ის მარკეტეინგის მეჯერი, ეკატერინე სვანიძე ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, კომპანიას მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზება აქვს: ”4 მარტიდან Samsung Elecrtronics-ი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას განათავსოს წინასწარი შეკვეთა ახალ სმარტფონებზე და საჩუქრად მიიღოს ვირტუალური რეალობის სათვალე Gear VR და 50.00 დოლარის ღირებულების VR თამაშები Oculus market - დან. ”, - აცხადებს ეკატერინე სვანიძე. აღსანიშნავია, რომ ვირტუალური რეალობის სათვალის Gear VR -ის გასაყიდი ფასი 300 ლარამდეა. წინასწარი შეკვეთების გაკეთება როგორც Samsung - ის ბრენდ მაღაზიაში, ასევე, Samsung - ის ყველა ოფიციალურ პარტნიორთან არის შესაძლებელი. წინასწარი შეკვეთა 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი მოდელების მთავარი მახასიათებლები ასე გამოიყურება:
1. გაუმჯობესებული კამერა: მაღალი ხარისხის ფოტოები დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ ადგილას. Samsung Galaxy S7 და Samsung Galaxy S7 Edge აღჭურვილია სრულყოფილი კამერით, რომელიც უშვებს 95%-ით მეტ სინათლეს ლინზაში და შესაძლებელს ხდის ფოტოს გადაღებას ნებისმიერი ტიპის განათებაში.
”ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სმარტფონის კამერას აქვს Dual Pixel სენსორი, რაც ფოკუსს უფრო სხარტს და ზუსტს ხდის. ამით ის უკვე სჯობნის ნებისმიერ სმარტფონს არსებულ ბაზარზე”, - აღნიშნავენ კომპანიაში.
2. გაუმჯობესებული დიზაინი და ფუნქცია. ”მომრგვალებული შუშის უკანა ფასადი და სითხელე, ეკრანის და პანელის სიდიდე ხელს უწყობს უახლეს ორ მოდელს იყოს განსაკუთრებით კომფორტული ხელში დასაჭერად, ჩანთაში ჩასადებად და აპლიკაციების გამოყენებისთვის. დააჭერთ ერთხელ და მიიღებთ პირდაპირ წვდომას ნებისმიერი სახის ინფორმაციასა და ფუნქციასთან”, - აღნიშნავენ კომპანიაში. რაც შეეხება ფუნქციას, ის განსხვავებული და მოსახერხებელია: ფუნქცია Always-On მომხმარებელს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს ნებისმიერი სახის ინფორმციას სმარტფონის ეკრანის ჩაქრობა-ანთების გარეშე.
3. გაუმჯობესებული პერფორმანსი: განახლებული CPU-სა და GPU-ს დახმარებით, აპლიკაციების გამოყენება, თამაშებით გართობა, ვიდეოების ჩატვირთვა უფრო სწრაფად და მარტივად ხდება. სმარტფონებს აქვთ უფრო ძლიერი ბატარეა, უფრო სწრაფი უსადენო დატენვის ფუნქციით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სმარტფონში დაამატოს მეხსიერების კარტა 200 გიგაბაიტამდე.

4. გალაქტიკის სრული გამოცდილება: 360 გრადუსიანი კონტენტი: ”Samsung ყოველთვის ცდილობს გასცდეს დღევანდელ ტექნოლოგიურ ჩარჩოებს და მომხმარებელს შესთავაზოს ყველაზე ადვილი გზა დასაკავშირებლად და გამოცდილების მისაღებად. მას ეს ბრწყინვალედ გამოსდის თავისი 360 გრადუსიანი კონტენტით - Samsung ცვლის იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია მომხმარებელს საკუთარი სმარტფონით”, - განმარტავნე კომპანიაში.
საინტერესოა, რომ წარმოდგენილ ორ უახლეს მოდელს აქვს ეფექტური გადახდების სერვისი, Samsung Pay რომელიც არის დაცული, ადვილად ადაბტირებადი და ყველგან ხელმისაწვდომი.
Samsung+ კი არის უფასო მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ”სამსუნგის” ნებისმიერი, ფიზიკური თუ ვირტუალური დამხმარე სერვისებით.
Samsung Smart Switch კიდევ ერთი ახალი პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს გაუადვილებს ერთი სმარტფონიდან მეორეზე გადასვლას, ისე, რომ მან არ დაკარგოს არცერთი სახის არსებული ინფორმაცია მის ძველს მარტფონზე.
5. უსაფრთხოება: დაცვის სისტემა, რომლის საშუალებითაც სმარტფონის ჩართვის მომენტიდან მთელი მისი გამოყენების მანძილზე დაცულია როგორც მფლობელის პირადი, ასევე სმარტფონის უსაფრთხოება.
6. ჰიბრიდული ორბარათიანი (dual SIM) სლოტი: ახალ ფლაგმან სმარტფონს ზოგიერთ რეგიონში ექნება ჰიბრიდული ორბირთვიანი სლოტი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ერთდროულად ორი სიმ-ბარათისთვის. ან ერთი სიმ-ბარათისთვის და მეორე microSD ბარათისთვის. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა microSD ბარათის საშუალებით სმარტფონის მეხსიერება 200 GB - მდე გაზარდოს. “Duos - ის უნიკალური თვისება არის, რა თქმა უნდა, მისი ორბარათიანი სლოტი. ეს აძლევს მომხმარებელს საშუალებას, ხელმისაწვდომი იყოს ორივე ნომერზე ერთდროულად. მაგალითად, თუ თქვენ საუბრობთ ერთ ნომერზე, სმარტფონი გატყობინებთ როცა მეორე ნომერზე ზარი შემოდის”, - განმარტავენ კომპანიაში.
7. IP68 სერთიფიკატი: ახალ Galaxy სმარტფონებს აქვს IP68 სერთიფიკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ ორიევ მოდელი მტვერ და წყალგამძლეა. კომპანიის ინფორმაციით, მოდელები წყალგამძლეობას 30 წუთის განმავლობაში 1,5 მეტრის სირღმეშიც ინარჩუნებენ.
საქართველოს მასშტაბით ახალი მოდელების ოფიციალური გაყიდვები 18 მარტს დაიწყება და Galaxy S7 Edge 1999 ლარი, Galaxy S7 კი 1849 ლარი ეღირება. აღნიშნული ფასები ნაღდი ანგარიშსწორების პირობებში იმოქმედებს. შესაძლებელი იქნება განვადების გაკეთებაც. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღაზიების მიხედვით, განვადების შემთხვევაში, შესაძლოა, ფასები შეიცვალოს.
თამარ კორკოტაშვილი
R