ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში მსხვერპლით დასრულდა. ქალაქის ცენტრში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლეტის მძღოლი შეეჯახნენ. გარდაცვლილია მოტოციკლეტის მძღოლი , 35 წლამდე ასაკის მამაკაცი.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მორიგე ექიმის განცხადებით, მას შემდეგ რაც მათთან გამოძახება შევიდა და ადგილზე მივიდნენ, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც ექიმი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა გახდა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.