თათია შარანგია მაიამი ბიჩიდან - "მოხდა ისეთი რამ, რომ მივხვდი... გარეგნობა წარმავალია"

თათია შარანგია მაიამი ბიჩიდან - "მოხდა ისეთი რამ, რომ მივხვდი... გარეგნობა წარმავალია"

პიანისტი თათია შარანგია ოჯახთან ერთად მაიამი ბიჩზე ისვენებს. თათიამ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა ჩვენგანს დააფიქრებს.

"ყველას მოგვწონს როცა კარგად გამოვიყურებით... ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რომ მივხვდი... გარეგნობა წარმავალია... შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო, სარკეში ჩაიხედო და ის შენი ნალოლიავები ვიზუალი აღარ არსებობდეს, გაიცვითოს, დაზიანდეს... ან უბრალოდ ფერი იცვალოს.. ზუსტად ამ დროს ხვდები თუ საიდან მოდის შენი ჭეშმარიტი სილამაზე... დიდხანს ვიფიქრე საიდან..-თვალებიდან... რადგან თვალები სარკეა სულიერი სამყაროს, რადგან თვალები არასოდეს ტყუის, რადგან მას არ შეუძლია ატაროს ყველასთვის მობეზრებული-ნიღაბი....

რადგან მხოლოდ სულიერია უკვდავი, რადგან მხოლოდ მას ვერ ერევა დრო, ვითარება... მას არ უჩნდება ნაოჭები, თუმცა მივხვდი, ნაოჭებს არ უხდება მალვა... თითო ნაოჭი ჩვენი ცხოვრების ისტორიის ნაწილია... ის გვახსენებს როგორც საკუთარ მიღწევებს ასევე ჩვენს ნაკლოვანებებს...მაგრამ მაინც, სულიერია უკვდავი...

იცით, მას არც ასაკი აქვს... ის სარკეა ჩვენი განწყობის, ცხოვრებისეული ხედვის.... ასაკი... ესეც როგორი პირობითია, ჩვენ რეალურ ასაკზე.

მეტყველებს ჩვენი ისევ და ისევ შინაგანი მდგომარეობა... თუ გვიყვარს, თუ გვწამს, თუ პოზიტიურად ვაფასებთ

თითოეულ წამს ღმერთისგან ბოძებულს ჩვენ მუდმივად ახალგაზრდა ვართ...

განაგრძეთ კითხვა

"10 წლის ბავშვს წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება, რადგან ედუარდ შევარდნაძეა" - თათია შარანგია შვილის კრიტიკას პასუხობს

"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას

"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ