მესტიაში, სოფელ ციცხვართან დიდი მოცულობის კლდის მასა ჩამოიშალა

მესტიაში, სოფელ ციცხვართან დიდი მოცულობის კლდის მასა ჩამოიშალა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 66-ე კმ-ზე (სოფ.ციცხვარის მიმდებარე ტერიტორია) დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა. მომხდარის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისის ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგელნები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია