"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!

"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!

რა არის ცოფი? რომელი ცხოველის ნაკაწრი/კბენა არის საშიში ადამიანისთვის? რა უნდა ვქნათ, თუ აცრილმა ცხოველმა დაგვკაწრა ან გვიკბინა? - ამ და სხვა მეტად საყურადღებო შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ქირურგ-რაბიოლოგი მედეა ვალაშვილი გვესაუბრება.

- ცოფი, ანუ ჰიდროფობია, ტეტანუსთან ერთად მწვავე ქირურგიული ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.

სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხავებით, ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და ცოფი გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად.

ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშნი არიან: ღამურები, ზაზუნები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მგელი, ტურა, მელიები, მაიმუნი, ენოტი, ასევე კუ, ზღარბი, ციყვი, კურდღელი, ცხენი, ვირი და სხვა

- როგორ, რა გზებით აღწევს ინფექცია ადამიანის ორგანიზმში?

- ცოფი - გადადის დაავადებული ან ვირუსის მატარებელი ცხოველიდან ადამიანზე. თუ ასეთმა ცხოველმა ადამიანი დაკბინა, დაკაწრა, ალოკა ჭრილობაზე, ალოკა ლორწოვან გარსზე, დადორბლა დაზიანებულ კანზე – ამ გზებით აღწევს ცოფი ორგანიზმში.

რეალური შემთხვევა: 2015 წელს, ქუთაისში ძაღლმა თვალზე ალოკა 7 წლის ბავშვი, მშობლებმა არ წაიყვანეს აცრაზე, ბავშვი დაიღუპა.

ჰაერწვეთოვანი გზით - იშვიათია, მხოლოდ გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები. გაცილებით იშვიათია ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით დაზიანებული კანის ინფიცირების შედეგად დასაშვებია ერთი ადამიანიდან მეორეზე ცოფის გავრცელება, რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული მკურნალობა.

- რომელი ცხოველის ნაკაწრი/კბენა არის საშიში ადამიანისთვის?

- ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშნი არიან: ღამურები, ზაზუნები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მგელი, ტურა, მელიები, მაიმუნი, ენოტი, ასევე კუ, ზღარბი, ციყვი, კურდღელი, ცხენი, ვირი და სხვა.

- თუ ცხოველი აცრილია, მაინც საშიშია მისი ნაჩხაპნი? ნაკბენი?

- კი. უკვე 2 წელია ცხოველის აცრილობას არ ვითვალისწინებთ, განსაკუთრებით ბავშვებში.

რეალური შემთხვევა: 1 წლის წინ, თემქაზე, საკუთარი, აცრილი და ყველანაირად მოვლილი ძაღლის ნაკბენის გამო გარდაიცვალა ექიმი. წაიკითხეთ სრულად

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

18:00 საათის მონაცემებით, "ფაიზერის" ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია