კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი "თბილისი 2016"-ის პლატინის სპონსორია

კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი "თბილისი 2016"-ის პლატინის სპონსორია

2016 წლის ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი თბილისში 14-დან 17 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 1300-მდე სპორტსმენი და 700-მდე ოფიცლაიური პირი ეწვევა. 2016 წლის ევროპის ახაგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში იქნება ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. "თბილისი 2016"- ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. აღსანიშნავია, რომ მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ევროპის მასშტაბით, საქართველოსთვის მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სპორტული ცხოვრების განვითარებას.

ახალგაზრდული ჩემპიონატის - "თბილისი 2016"-ის პლატინის სპონსორი პროექტ "მწვანე ბუდაპეშტის" ავტორი, საერთაშორისო სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენია." მისი უშუალო ჩართულობისა და ძალისხმევის წყალობით, დაგეგმილ ღონისძიებას თბილისი ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს.

საერთაშორისო ჰოლდინგი "მაქრო ქონსთრაქშენი" ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ბუდაპეშტი" და სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town, 10 ყველაზე დიდ უცხოურ საინვესტიციო პროექტის ჩამონათვალში შედის. "მაქრო ქონსთრაქშენის" ახალი პროექტი სწორედ ოლიმპიური კომპლექსის მახლობლად აშენდება. მისი ლოკაცია სპორტის მოყვარულებს კომპორტულ გარემოსა და სასურველ პირობებს შეუქმნის.

კომპანია, რომელიც მშენებლობისას უპირატესობას თავადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ანიჭებს, აქტიურად ცდილობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას და დანერგვას. სპორტული ღონისძიებების წახალისებით, კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღ გარემოში ჯანმრთელი ცხოვრების წესის უპირატესობას.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საქართველოში თანდათან უფრო აქტუალური ხდება. თვალშისაცემია ისიც, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება სხვადასხვა სპორტულ თუ გამაჯანსაღებელ აქტოვობებში. თუმცა, ტემპი ამ ეტაპისთვის არც ისე სწრაფია. შესაბამისად, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩემპიონატების ჩატარება, ამ კუთხით არსებული სიტუაციას დამატებით ბიძგს მისცემს და გამოაცოცხლებს.

"ახალი თაოებებისათვის სწორედ მძლეოსანი ჩემპიონები წარმოადგენენ სირთულეების ღირსეულად გადალახვის მაგალითს. მთელს მსოფლიოს ახლა უფრო მეტად სჭირდება სპორტი, ჯანსაღი და მშვიდობიანი გარემო. ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატი კი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს."- აღნიშნავს "მაქრო ქონსთრაქშენის" დირექტორი.

მურათ ავჯიმ მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატის სპონსორობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად მოაწერა. ალექსი ახვლედიანის განცხადებით, მსგავსი ურთიერთთანამშორმლობა მნიშვნელოვანია და ის კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს როგორც ქართულ სპორტს, ისე ქართულ ბიზნესს.

მძლეოსნობის ჩემპიონატამდე წინ კიდევ ოთხ თვეზე მეტი დროა, თუმცა კამპანიის ფარგლებში რამდენიმე თბილი აქცია უკვე გაიმართა. ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის - "თბილისი 2016"-ის ოფიციალური თილისმა "კოკო" საქართველოს დედაქალაქს სულ ცოტა ხნის წინ ეწვია. ევროპიდან ჩამოსულ "კოკოს" , თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, "თბილისი 2016"-ის მოხალისეები და საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები დახვდნენ. ვროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა "კოკოსთან" ერთად 3 მარტი მიულოცეს ახალგაზრდა დედებს და მათ ბრენდირებული საჩუქრები და ყვავილები გადასცეს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი