„ფეისბუქში“ ITechnic-ის „ყალბ გვერდზე“ რამდენიმე დღის წინ განთავსდა შემდეგი ცრუ ინფორმაცია:
"პირველად საქართველოში. მხოლოდ ჩვენთან iTechnic-ის ფილიალებში. მობრძანდით და შეიძინეთ დასველებული და შემდეგ უკვე კარგად გამშრალი APPLE-ის ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ ერთ კილო ბრინჯს, რაც დაგეხმარებათ კიდევ უკეთ გააშროთ თქვენი მობილური ტელეფონი".
ამას გარდა, "აიტექნიკის" ყალბი ფეისბუქ გვერდით გავრცელდა სხვა, მსგავსი შინაარსის განცხადებებიც, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. Ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად "iTechnic“-ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.
როგორც Ambebi.ge -ს „აიტექნიკის“ ადმინისტრაციამ განუცხადა, არაკეთილსინდისიერი სუბიექტები ცდილობენ "აიტექნიკის" იმიჯის შელახვას და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციის შემცველ პოსტებს. შექმნილია "აიტექნიკის" გვერდს მიმსგავსებული ყალბი ფეისბუქ გვერდი, სადაც ხდება ინფორმაციის კოპირება ოფიციალური გვერდიდან და ამ ინფორმაციის დამახინჯება. ასევე ხდება ცრუ ინფორმაციების განთავსება, რათა ჩვენი მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანონ და შექმნან აგრესიული ფონი ჩვენი ბრენდის გარშემო. კონკურენტები iTechnic-ის სახელით ყალბ ფეისბუქ გვერდზე შეურაცხყოფას აყენებენ მომხმარებელს. მივმართავ თჩვენს მომხმარებლებს, ნუ შეხვალთ შეცდომაში.
რაც შეეხება ხანძარს, მცირე ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს მოხდა მაღაზიის მეორე სართულზე, სადაც განთავსებული იყო სამეურნეო ნივთები. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა და არც ტექნიკა დაზიანებულა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს და ჩვენს თანამშრომლებს დროული რეაგირებისთვის",- აცხადებენ "აიტექნიკში".
R