სელფები ბეგბედერთან და რიგი ავტოგრაფის მოლოდინში - ფრანგ მწერალს "ბიბლუსი გალერეასთან" ათასობით ფანი დახვდა

სელფები ბეგბედერთან და რიგი ავტოგრაფის მოლოდინში - ფრანგ მწერალს "ბიბლუსი გალერეასთან" ათასობით ფანი დახვდა

ქართველ მკითხველს ავტორთან შეხვედრის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა. ამ წუთებში ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი "ბიბლუსი გალერეაში" მივიდა, სადაც ქართველ თაყვანისმცემლებს შეხვდება, მათ შეკითხვებს უპასუხებს და ავტოგრაფებს დაარიგებს. მწერლის შეხვედრა მკითხველთან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო| ფანების ემოციური შეხვედრა ბეგბედერთან: წარმოუდგენელი ხალხმრავლობა ჭავჭავაძის გამზირზე

ჭავჭავაძის გამზირზე ათასობით მკითხველი ქართველი ფანი შეიკრიბა ფრანგ მწერალთან შესახვედრად. სანამ ბეგბედერი შენობაში გადაინაცვლებდა, ფანებმა მასთან სელფების გადაღებაც მოასწრეს და ავტოგრაფებიც მიიღეს მწერლისგან.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

წაიკითხეთ: ფრედერიკ ბეგბედერი - მნიშვნელოვანი ფაქტები მწერლის ცხოვრებიდან და ქართველი მკითხველის უნიკალური შესაძლებლობა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს