ბორჯომი-ახალციხის გზაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ბორჯომი-ახალციხის გზაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ბორჯომი-ახალციხის გზაზე სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ადგილზე დიზელის გადამზიდი ტრაილერი გადაბრუნდა. გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია