რიტუალი, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ

რიტუალი, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ

სურვილების ახდენის ეს მეთოდი ეფექტურია, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ. რიტუალს შეუძლია ფოკუსირდეს თქვენს სურვილზე, შედეგად კი წარმოიქმნას მოვლენები, რომლებიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ.

ყველაფერს ჯობს ეს დილით, ახალგაღვიძებულზე გააკეთოთ, სანამ ხელ-პირს დაიბანთ. ახალი კალმით წერეთ. ბეჭდვითი ასოებით. ყოველი სურვილის შემდეგ ხელმოწერა გააკეთეთ, ქვევიდან ზევით. ასეთი ხელმოწერა სხვათა შორის, წარმატების მომტანია საქმეებში.

რა არის საჭირო:

1. თავი მოუყარეთ აზრებს და გადაწყვიტეთ, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი ახლა. დაწერეთ ეს სურვილი ერთი წინადადებით მტკიცებით ფორმაში. მაგალითად, მე ბედნიერი ვარ, რომ ცოლად მივყვები გულუხვ, მოყვარულ, პასუხისმგებლობით სავსე, იუმორის გრძნობის მქონე ადამიანს.

2. დაწერეთ ეს სურვილი 49-ჯერ, ბოლოში ხელი მოაწერეთ.

3. როდესაც დაასრულებთ წერას, ფურცელი უნდა დაწვათ და გონებით გაუშვათ კოსმოსში, ჩვენს ციურ კანცელარიაში.

4. გაიმეორეთ ეს ქმედება 49 დღის განმავლობაში. არ გამოტოვოთ არცერთი დღე. თუ შუა გზაში გადაწყვეტთ, რომ ამის კეთება აღარ გსურთ, მაშინ შეწყვიტეთ რიტუალი. თუ გადაწყვეტთ შეცვალოთ სურვილი, დაიწყეთ თავიდან. გისურვებთ ყველა სურვილის ახდენას!

P.S. ჯობს ეს ტექნიკა მზარდი მთვარის დროს დაიწყოთ.

მომზადებულია tayni-mirozdaniya.ru-ს მიხედვით.

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

"შვილმა მითხრა. აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო..." - გელა ბაბლუანის ოჯახი და ცხოვრება პანდემიის დროს

ავტონაწილებით მოვაჭრე, მეთევზე და ჟურნალისტი - ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები