Liberteens - ის ახალი წიგნის, „პანდემონიუმის“ პრეზენტაცია

Liberteens - ის ახალი წიგნის, „პანდემონიუმის“ პრეზენტაცია

16 მარტს, "ბიბლუსი გალერეაში" თინეიჯერული წიგნების პროექტის "Liberteens"-ის მორიგი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი Liberteens თინეიჯერებს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლით გაახარებს და ამჯერად მათ ლორენ ოლივერის ტრილოგიის მეორე წიგნის, მსოფლიო ბესტსელერის, "პანდემონიუმის" პრეზენტაციაზე იწვევს.

როგორც ყოველთვის, პრეზენტაციისას მკითხველი შეხვდება წიგნის მთარგმნელს, გაესაუბრება მას და მიიღებს წიგნის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, აგრეთვე Liberteens-ის კლუბის წევრებს ერთმანეთთან გასაუბრების და ჯგუფის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. და რა თქმა უნდა, მათ ახალი წიგნის სპეციალურ ფასად , 40%-იანი ფასდაკლებით შეძენა შეეძლებათ.

ახალ წიგნს რაც შეეხება, ეს არის ლორენ ოლივერის "დელირიუმის" გაგრძელება, რომელშიც მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ეს არის წიგნი სიყვარულის დაავადების "დელირიის" შესახებ, რომლისგანაც 19 წლის თინეიჯერებს კურნავენ... უშვებენ სპეციალურ ინექციას ახალგაზრდებში, რის შედეგადაც ისინი ვეღარ განიცდიან სიყვარულს...

პანდემონიუმი თინეიჯერი ლინას ისტორიაზეა, რომელიც ცდილობს გაექცეს სიყვარულის ამკრძალავ ორგანიზაციას, რადგან მან ეს გრძნობა უკვე განიცადა და არ უნდა მისი დაკარგვა. ამ წიგნში საოცარი სიყვარულის ამბავს წაიკითხავთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს