სად იწარმოება ნამდვილი ჩაი და როგორ უნდა განვასხვავოთ ხარისხიანი ჩაი უხარისხოსგან

სად იწარმოება ნამდვილი ჩაი და როგორ უნდა განვასხვავოთ ხარისხიანი ჩაი უხარისხოსგან

საქართველოში დღესდღეობით უამრავი დასახელების ჩაი შემოდის. ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, წარმოდგენლია სხვადასხვა არომატისა და დანიშნულების ჩაი. ბოლო პერიოდში საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ჩაის შეძენა, როგორ გავარჩიოთ და ამოვიცნოთ სუფთა ჩაი საღებავებისა და ქიმიური დანამატების შემცველი ჩაისგან, მავნებელია თუ არა ერთჯერადი ჩაის გამოყენება და ა.შ

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტი, ვიცოდეთ რა უნდა მივიღოთ და რა არა, რადგან მოგეხსენებათ ჩვენს ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს არომატიზატორებითა და საღებავით გაჯერებული ჩაი. ამიტომ, იმის გასარკვევად თუ რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე, ცეილონის ჩაის ბრენდ "ჰაისონის" წარმომადგენელს ვესაუბრეთ.

1. რას ნიშნავს ხარისხიანი ჩაი? როგორ უნდა განვასხვავოთ ხარისხიანი უხარისხოსგან?

ჩაის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია შრი-ლანკა (ცეილონი), ჩინეთი, კენია, ინდოეთი. ყველა ამ რეგიონის ჩაის გემო განსხვავდება და უნიკალური დამახასიათებელი არომატი გააჩნია, თუმცა ცეილონის ჩაი დღითიდღე პოპულარული ხდება და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. რაც შეეხება იმას თუ რითი განვასხვავოთ ხარისხიანი და უხარისხო ჩაი, ეს დამოკიდებულია მეტწილად ბრენდზე, საფასო კატეგორიაზე და მწარმოებელზე. ხშირ შემთხვევაში ბევრი დიდი მწარმოებელიც კი პროდუქციის ფასის გაიაფების მიზნით ერთმენთში ურევს სხვადასხვა ქვეყნის ჩაის და შესაბამისად გემოვნური თვისებები არის ძალიან ჭრელი, რის გამოც შესაძლებელია ყოველი მომდევნო ჩაის მირთმევისას განსხვავებული გემო იგრძნოთ.

ცეილონის ჩაი ფასისა და ხარისხის მიხედვით საშუალო და მაღალ კატეგორიაში შედის, აქედან გამომდინარე დაბალფასიაინი ბრენდები ძალიან მცირე ოდენობის ცეილონის ჩაის მოიხმარენ წარმოებაში.

2. რა განსხვავებაა დასაყენებელი და პაკეტის ჩაის გემოს შორის? რატომ თვლიან, რომ პაკეტის ჩაი უხარისხოა?

არსებობს არასწორად გავრცელებული მითი ერთჯერადი ჩაის უხარისხობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ისევ და ისევ მწარმოებელზე და წარმოშობის ქვეყანაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, ცეილონის ყველა ჩაი არ ნიშნავს საუკეთესო ხარისხს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, აქაც ჩაის ხარისხი განსხვავდება რეგიონების მიხედვით. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც თუ რომელ ფოთლებს იყენებს მწარმოებელი თავის წარმოებაში. ჩაის ბუჩქის ზედა ყლორტი და რამოდენიმე ფოთოლია მხოლოდ ვარგისი საუკეთესო ჩაის მიღებისათვის, და დაბლითა ფოთლების გამოყენებით მიიღება ნაკლებხარისხიანი თუმცა დაბალფასიანი ჩაი.

მწარმოებლების გარკვეული ნაწილი, ვინც ე.წ Private Label-ზე მუშაობს საერთოდ არ აინტერესებს ბრენდის ხარისხი, ორიენტირებულია მხოლოდ დაბალ ფასზე და იყენებს ზემოთ აღნიშნულ ფოთლებს ან სულაც დარჩენილ მტვერს. სწორედ აქედან გამომდინარე მოდის მითი ერთჯერადი ჩაის ჩანთების უხარისხობასთან დაკავშირებით.

3. მართალია თუ არა, რომ მეტალის შესაკრავიანი ჩაი საზიანო ჯანმრთელობისთვის?

მეტალის შესაკრავის გამოყენება ერთჯერად ჩანთებზე მოძველებულ ტექნოლოგიად ითვლება და ბევრმა წარმატებულმა ბრენდმა უკვე ამოიღო ის წარმოებიდან, გარდა ამისა, მეტალის გამოყენება 100 გრადუსამდე ადუღებულ წყალში ჯანმრთელობისათვის არ არის რეკომენდებული და განვითარებული ქვეყნების გარკვეულ ნაწილში საერთოდ აკრძალულია ასეთი ჩაის იმპორტიც კი.

4. რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ჩაის დალევა?

თუ ჩაი ნატურალურია და არ შეიცავს საღებავებსა თუ არომატიზატორებს, მისი მიცემა 1 წლიდან უკვე შესაძლებელია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, როდის რა ტიპის ჩაი გამოვიყენოთ პატარებისათვის. როგორც მოგეხსენებათ შავი ჩაი უფრო მეტ კოფეინს შეიცავს ვიდრე მწვანე ჩაი, სწორედ აქედან გამომდინარე პატარა ასაკში სჯობს მწვანე ჩაი დავალევინოთ ბავშვებს, ვიდრე მუქი, გარდა ამისა მწვანე ჩაი მოქმედებს როგორც ბუნებრივი რელაქსანტი, აძლევს ორგანიზმს მოდუნების საშუალებას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

5. რამდენი ხანია, რაც საქართველოში შემოგაქვთ ჩაი და რით არის გამორჩეული ეს პროდუქტი?

ცეილონის ჩაის ბრენდი "ჰაისონი" უკვე რამდენიმე თვეა გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში და საკმაოდ აქტიურად ვცდილობთ დავიმკვიდროთ ადგილი ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი საკმაოდ ხარისხიანი ბრენდი და ჩაის ქართველ მოყვარულებს დავაგემოვნებინოთ ცეილონის ბუნებრივი ჩაის გემო. ჩაი ჰაისონი არის მხოლოდ ცელონში მოყვანილი ჩაი, რომელიც არ შეიცავს არომატიზატორებს, საღებავებს და სხვა არაბუნებრივ დანამატებს.

ჰაისონი მსოფლიოში პირველი ბრენდია რომელსაც მინიჭებული აქვს "Ozone Friendly" სერთიფიკატი. ჩაი მზადდება მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია 3 თაობის გამოცდილებასა და ტრადიციებზე. ეს არის არაგენმოდიფიცირებული პროდუქტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მსოფლიოს თითქმის ყველა დონის ხარისხის სერთიფიკატი. ის იკრიფება და იფუთება მხოლოდ შრი-ლანკაში, რაც გარანტიაა იმისა რომ ჩაის შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი გემო და არომატი. დამზადებისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოთოლი. ყველა მცენარე და ხილი არის ნატურალური.

"ჰაისონის" ბრენდი წარმოდგენილია თითქმის ყველა საფასო სეგმენტში და საშუალოდ ფასი 3.20 ლარიდან 11 ლარამდე მერყეობს, დამოკიდებულია შეფუთვის ტიპსა და კონკრეტული ჩაის სახეობაზე.

6. როგორი ტიპის ჩაი შემოგაქვთ?

ჩვენ ამ ეტაპისათვის ქართულ ბაზარზე შემოგვაქვს 32 სახეობის ჩაი:

• შავი და მწვანე ერთჯერადი ჩაი (Metal Free) ჩანთებით

• შავი და მწვანე ერთჯერადი პირამიდის ფორმის ჩანთებით

• შავი და მწვანე დასაყენებელი ჩაი მუყაოში სხვადასხვა არომატებით

• 4 სახეობის სხვადასხვა ჯიშის დასაყენებელი შავი ჩაი რკინის ყუთებში

• შავი დასაყენებელი ჩაი ყვავილებისა და ხილის ნაჭრებით რკინის შეფუთვაში

7. რომელი სახეობის ჩაი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით?

საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა როგორც "ჰაისონის" შავმა, ასევე მწვანე ჩაიმ. ბაზარზე გვაქვს წარმოდგენილი უცხო სახეობებიც, რომელიც კონკურენტებს არ აქვთ და საკმაოდ გემრიელია. მაგალითად Hyson Soursop Fantasy ე.წ გრავიოლა, ხილი რომელსაც არაერთი სამკურნალო თვისება გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახლახან შემოვიდა ბრენდი, გამაჯანსაღებელ ჩაიზე უკვე არსებობს დიდი მოთხოვნა, კონკრეტულად ეს ხაზი არის ორგანული მწვანე ჩაისა და სხვადასხვა მცენარის ნაზავი. ამ ეტაპზე წარმოდგენილია 4 სახეობა - გასახდომი ჩაი, ქოლესტერინის მარეგულირებელი, ანტიოქსიდანტი და ენერგიის მომყვანი ჩაი.

მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ: https://www.facebook.com/hyson.georgia/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი