ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი დეპუტატი, თენგიზ ხუბულოვი ზესტაფონიდან თბილისში გადმოჰყავთ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ის ყველაზე მეტად არის დაშავებული.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დეპუტატს – გიორგი ფეიქრიშვილსა და მახირ დარზიევს, ისინი ამ დროისთვის ზესტაფონში, კლინიკა "ჯეოჰოსპიტალში" არიან მოთავსებულნი, თუმცა დაგეგმილია მათი ქუთაისში – დასავლეთ საქართველოს ინტევენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაყვანა. არსებული ინფორმაციით, მათ სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ.
უმრავლესობის 3 დეპუტატი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეხაჯა.