პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მირიან წიკლაურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც წიკალურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა სამივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს მიღებული.
"დამატებითი გამოკვლევებისთვის ორი დეპუტატი – გიორგი ფეიქრიშვილი და მახირ დარზიევი ქუთაისში, ხოლო თენგიზ ხუბულოვი თბილისში გადაჰყავთ", - განაცხადა მირიან წიკლაურმა.
მისივე ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ ავტომობილს დაეჯახა, რომლითაც დეპუტატები მგზავრობდნენ.
უმრავლესობის 3 დეპუტატი ავარიაში ცოტა ხნის წინ მოყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა.