"ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში... საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია" - ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ

"ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში... საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია" - ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ

ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ:

"ბანკი საკრედიტო დაწესებულებაა და "ფინანსიურ დაწესებულებასთან" ისეთივე მსგავსება აქვს, როგორც ზღვასა და ხმელეთს, წყალსა და ცეცხლსა. განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია - ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში - იმდენად უმეცარია, რომ ამ ორი სიტყვის - კრედიტის და ფინანსის მნიშვნელობაც კი ვერ გაურჩევია, არა სცოდნია. აფსუს გერმანიავ! ბ-ნი ჟორდანია მითამდა სწავლისა და ცოდნისათვის იქ იყო წასული, მაგრამ, როგორც ეტყობა, ცარიელი წასულა და ცარიელივე დაბრუნებულა. სირცხვილი გერმანიას! ასე ცარიელი როგორ გამოუსტუმრებია, რომ არც-კი უცოდინებია, - რა არის საკრედიტო დაწესებულება და რაა ფინანსიური. ეს ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და ვერ უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და შიგ-ჩახედული მარქსისტია. მაგრამ გერმანიისა აქ რა ბრალია. გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასვათო, ნათქვამია. აქ მიზეზი კაცია და გუნება, და არა გერმანია...

მე ერთი, ერთად-ერთი სიტყვაც არ მახსოვს მისი იმისთანა, რომ ცოცხალი სიტყვა იყოს, გულსა და გონებას გასაღვიძებლად მოხვედროდეს. აბა რამდენი უწერია და ერთი ამისთანა სიტყვა მაგალითად მიჩვენეთ. მისი საუბარი ერთი რაღაც უგემურად კევის ღეჭვაა. საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია: რაც სხვისაგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია, ისიც ღმერთმა იცის როგორ, და რაც მისს საკუთარს ჭკუაზე მივარდნილა, იქ ყველგან ფეხი მოსხლეტია და სრული არარაობა გამოუჩენია. ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნად, აქაო და ხუთი-ექვსი ფრაზა რუსულ მარქსიზმისა უსწავლია, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან, რომელთანაებზე თითონ მარქსმა სთქვა: რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას-კი ნუ დამწამებთო. ასე იუარა მარქსმა იმისთანა მარქსისტები, როგორიც ჩვენში ბ-ნი ნოე ჟორდანიაა და მისი წილადობილნი...

"ძირიანი წინააღმდეგობა" ფულსა და წოდების შუა! გაგიგონიათ სადმე, ან ვისგანმე ასეთი თავზე-ხელაღებული ბოდვა! ჭკუის კოლოფს რომ იტყვიან, სწორედ ეს არის, თუ არ დაგიშლიათ! ბ-ნი ნოე ჟორდანია ახალი კაცია და სულ იმას ჰქადულობს, რომ ახალი აზრები შემოაქვს ჩვენში. თუმცა ამ სიტყვებში არავითარი აზრი არ არის, არც ძველი და არც ახალი, მაგრამ მთლად ახალი ბოდვა კია, და ყოველივე ახალი, გინდ ბოდვაც და სულელობაც იყოს, მაინც კარგია, თორემ ბ-ნი ნოე ჟორდანია ხელს არ მოჰკიდებდა".

ილია ჭავჭავაძე. ნაწყვეტები სტატიიდან "უმეცრობის ფართი-ფურთი". 1900 წ.

1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით - აქციეთ მაკულატურა წიგნებად

გამომცელობა „პალიტრა L“ -ის ლიტერატურული გაჩერება მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება!

ვინ იყო ქალი, რომელიც ცნობილმა მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ახსენა - და კიდევ 9 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გუსტავ კლიმტის შესახებ