ობამას ტანგო არგენტინაში

ობამას ტანგო არგენტინაში

ბარაკ ობამამ ბუენოს აირესში ტანგო იცეკვა. არგენტინის პრეზიდენტის მიერ გამართულ საზეიმო ვახშამზე, ტანგოს მოცეკვავე ქალმა ამერიკის პირველ პირს ცეკვა შესთავაზა. ობამამ თავდაპირველად იუარა, მაგრამ მოცეკვავე არ მოეშვა და პრეზიდენტი საცეკვაო მოედანზე გამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ობამამ არაჩვეულებრივი საცეკვაო მოძრაობები აჩვენა აუდიტორიას. მალევე მათ კიდევ ერთი წყვილი შეუერთდა - ამჯერად მიშელ ობამა გამოიწვია საცეკვაოდ ლათინური ცეკვების პროფესიონალმა მოცეკვავემ.

იხილეთ ობამების ტანგოს ვიდეო

სანამ საცეკვაოდ ობამების წყვილი გამოვიდოდა, სტუმრებს წარმოდგენა ტანგოს პროფესიონალმა მოცეკვავეებმა უჩვენეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, არგენტინის პრეზიდენტმა მაურიციო მაკრიმ გულმოდგინედ აუხსნა ცეკვის ყველა დეტალი ამერიკელ კოლეგას, ობამაც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს წარმოდგენას.

ობამები ლათინურ ამერიკაში პირველი ვიზიტით უკვე ერთი კვირაა იმყოფებიან.

"აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრ ტაქტიკას" - ბლინკენი კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

რა ხდება რუსეთის დიდ ქალაქებში, სადაც ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება - დაკავებულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა (ემოციური კადრები)

კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, არგენტინაში მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესეს