60 წლის მოდელი ჭაღარა თმით და შესაშური სხეულით - მისი ფოტოსესია საცურაო კოსტიუმში, გაგაოცებთ

60 წლის მოდელი ჭაღარა თმით და შესაშური სხეულით - მისი ფოტოსესია საცურაო კოსტიუმში, გაგაოცებთ

იაზემინა როსი საცურაო კოსტიუმების ახალი კამპანიის სახე 60 წლის ასაკში გახდა. კალიფორნიელი მოდელი ნაცრისფერი თმითა და შესაშური სხეულით, არაფრით ჩამოუვარდება ახალგაზრდა კონკურენტ მოდელებს. მისი ახალი ფოტოსესია საცვლების ბრენდ Land of Women-ის საცურაო კოსტიუმების კოლექციის კამპანიის ფარგლებში გადაიღეს.

იაზემინა, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და ახლა მალიბუში, ოკეანის ნაპირზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ამბობს, რომ სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელებს სამოდელო კარიერას. აღსანიშნავია, რომ მოდელს ბუნებრივი თმის ფერი აქვს, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე არ შეუღებავს, მიუხედავად მოდის აგენტების დაჟინებული მოთხოვნისა. იაზემინას გაჭაღარავება ძალიან ადრე, 12 წლის ასაკში დაეწყო. "დილით ვიღვიძებ, არ მაქვს არანაირი გეგმა, დღის წესრიგი, ბედნიერი ვარ, ფოტოსესია კი თამაშია ჩემთვის. ახლა ჩემი ცხოვრება ყოველი დღით ტკბობაა", - ამბობს 60 წლის მოდელი dailymail-თან საუბარში.

იხილეთ ვიდეო

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"