გოგონამ, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა, ინტერნეტი დაიპყრო

გოგონამ, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა, ინტერნეტი დაიპყრო

ეს გოგონა 2 თვის იზაბელ კაპლანია, რომელიც ნამდვილი ინტერნეტსენსაცია გახდა მას შემდეგ, რაც დედამისმა მაკენზიმ შვილის ფოტო "ინსტაგრამზე" განათავსა. კალიფორნიაში მცხოვრები დეივ და მაკენზი კაპლანების გოგონა 8 იანვარს დაიბადა და სხვა ახალშობილებისგან განსხვავებით, თავი ხშირი თმით ჰქონდა დაფარული. ახლა უკვე ორი თვისას კი შესაშური ვარცხნილობა აქვს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემ პატარა ბიძაშვილს ისეთივე ვარცხნილობა აქვს, როგორიც საინფორმაციო გამოშვების წამყვანს" - ასეთი წარწერით გაავრცელა ბავშვის ფოტო მისმა ოჯახის წევრმა. ფოტომ რამდენიმე დღეში მილიონამდე ნახვა და ასეულობით კომენტარი დააგროვა. ინტერნეტმომხმარებლები გაოცებულები არიან პატარა იზის ვარცხნილობით.

იზაბელის სახე მიმების შექმნის წყაროდაც იქცა. მისი სახე დაფოტოშებულია მარკ უოლბერგის, დონალდ ტრამპის და სხვა ცნობილების ტანებზე. "სადაც არ უნდა წავიდეთ, პირველი, რასაც ხალხი ამჩნევს, ეს გახლავთ თვეების ბავშვის თავი, რომელიც ხშირი თმითაა დაფარული. ყველას გულწრფელი ემოცია აქვს და აღმოხდებათ, შეხედე ამ თმებსო!", - ყვება 34 წლის დეივ კაპლანი.

"პერსევერანსის" 100 დღე მარსზე და შთამბეჭდავი ფოტოები "წითელი პლანეტიდან" - რა ინფორმაცია გამოგზავნა მარსმავალმა დედამიწაზე

უჩვეულო სანახაობა სოფელ დერცელში - ადგილობრივებმა ძროხების სილამაზის კონკურსი გამართეს

როგორ ეშვება საჰაერო ბურთი თბილისში, ძლიერი ქარის დროს (ვიდეო)