ჩეხეთში ჯადოქრების ნაცისტური ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს

ჩეხეთში ჯადოქრების ნაცისტური ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს

ნაცისტური ”ესესის” ხელმძღვანელის, ჰენრიხ ჰიმლერის ოკულტური წიგნების ბიბლიოთეკა რამდენიმე დღის წინ ჩეხეთში აღმოაჩინეს. მას წამდა, რომ ოკულტიზმი და მისტიციზმი არიული უპირატესობის გასაღები იყო. ჰიმლერი ერთადერთი არ იყო ნაცისტურ პარტიაში, ვინც ოკულტიზმით დაინტერესდა. მრავალი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ნაცისტური მოძრაობა მისტიკური გერმანული მოძრაობის, ვოლკიშის ფილოსოფიის შთაგონებით შეიქმნა.

პრაღაში, ჩეხეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში 13 000 წიგნი აღმოაჩინეს. ისინი 1950 წლის შემდეგ არავის გამოუყენებია. წიგნები დაკომპლექტებულია მრავალი ქვეყნის ლიტერატურით, რომელთა ოკუპაციასაც გერმანია ახდენდა. ჰიმლერმა H Sonderkommando 1935 წელს დააარსა. მათი მისია იყო ჯადოქრობაზე, ოკულტიზმზე და ზებუნებრივ ძალებზე ინფორმაციის მოძიება.

ჰიმლერს წამდა, რომ რომაული კათოლიკური ეკლესია ცდილობდა გერმანული არიული რასის განადგურებას. მან შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი წინაპარი ჯადოქრობის ბრალდებით დაწვეს. ჰიტლერს არ გააჩნდა იგივე ინტერესი, მაგრამ ნებას რთავდა ჰიმლერს გამოეკვლია ეს საგანი.

მომზადებულია warhistoryonline.com-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს