"ორივე დედისერთა იყო" - მორიგ საზარელ ავტოავარიას შეწირული სამი სიცოცხლე

"ორივე დედისერთა იყო" - მორიგ საზარელ ავტოავარიას შეწირული სამი სიცოცხლე

სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მორიგ საზარელ ავტოავარიას. ტრაგედია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის მახლობლად, ავტობანზე დატრიალდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი აფეთქდა.

შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ამ დროისათვის სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

გარდაცვლილთაგან ორი - 22 წლის ჟულვერ ონიანი და 20 წლის გიორგი გორგოძე, რომლებიც BMW-ს ტიპის მანქანაში იყვნენ, წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში ერთმანთის მეზობლად ცხოვრობდნენ, მესამე კი - 37 წლის მამაკაცი, რომელიც მეორე მანქანას მართავდა საჩხერის მკვიდრი იყო. სამივე მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა; ადგილობრივთა თქმით, მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ტრაგედიის შესახებ სოფელ ტყვაჩირის მცხოვრები მოგვითხრობს:

- საშინელება მოხდა, გონზე არ მოვსულვართ ჯერაც ისეთი ჯიშის და გენის ბიჭები მოგვიკვდნენ ან რა ჭკუაზე უნდა ვიყოთ. ხარობდა მაგათი სიკარგით მთელი სოფელი, გულს უხაროდა ამ ბიჭების დანახვა. გიორგი მოცეკვავე იყო, მეორე დღეს გასტროლებზე უნდა წასულიყო ანსამბლთან ერთად... მეტირება, რომ მახსენდება, მთელი სოფელი ტირის. ორივე დედისერთა იყო, ჩვენს თვალწინ ორივე დიდი ჯაფით გაზრდილი... ორივე ისეთი ლაღი იყო, კეთილშობილი, მეგობრებისა და ახლობლების სული და გული, თითქოს საუბედუროდ იყვნენ ასეთი კარგები, არ არსებობს სიტყვა, რომელიც მათ გამწარებულ დედებს ანუგეშებს.  განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია