რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის

რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის

ძალიან ბევრ ოჯახში სადღესასწაულო სუფრა მელქიორის დანა-ჩანგლის გარეშე არ გაიშლება. ყველამ ვიცით, რომ ის უკეთესია, ვიდრე "უბრალო" დანა-ჩანგალი, თუმცა არც ვერცხლივით ძვირფასია. რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ჭურჭელი და ღირებულება გააჩნია დღეს? სხვათა შორის, მელქიორის წარმოშობა რომანტიკულ, სასტიკ და მტრულ ისტორიებს უკავშირდება....

რა არის მელქიორი

მელქიორი - ნიკელისა და ვერცხლისფერი სპილენძის შენადნობით მიიღება, დამატებული აქვს თუთია. მისი შემქმნელი ჩინელი ლი ლიან ინი თავის დროზე მისი გამოგონებისთვის სასტიკად დაისაჯა, იმპერატორის სასახლიდან გამოაძევეს და პროვინციაში გადაასახლეს. თუმცა, მოგვიანებით მელქიორისგან მონეტების, უფრო გვიან კი საიმპერატორო სუფრისთვის ჭურჭლის დამზადება დაიწყეს.

ევროპულ კონტინენტზე მელქიორი XIII საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა მისი დამზადების საიდუმლო დიდი ხნის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო. პირველად მისი ფორმულა გერმანელებმა ამოხსნეს და მიღებულ ლითონს სახელი "მელქიორიც" უწოდეს იმ დროისთვის ცნობილი იუველირის პატივსაცემად.

მელქიორის თვისება

დღეს მელქიორს ფასობს არა სიმდიდრის, არამედ ხარისხისა და სასარგებლო თვისებების გამო. იგი ხანგრძლივად გემსახურებათ. მელქიორის წარმოებაში ჩართული სპეციალისტების თქმით, მისი დამუშავება - სიამოვნებაა. მისგან მარტივად იღებენ სასურველ ფორმას, ხოლო უვნებელი ნივთიერებების დამატებით, - ფერს. მათივე თქმით, მელქიორი ოქროს შუალედია ძვირფას ვერცხლის ჭურჭელსა და უბრალო სასუფრე დანა-ჩანგალს შორის. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ულამაზესი ფერი აქვს და ვერცხლის კარგ იმიტაციას წარმოადგენს.

გაგრძელება+ფოტოგალერეა