დავით ბაქრაძე - წარმოუდგენელია, ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში

დავით ბაქრაძე - წარმოუდგენელია, ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში

ოპოზიციაში დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება ვიხილეთ – ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე კოალიცა "ქართული ოცნების" დაშლის გადაწყვეტილებას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციაში შემავალი სუბიექტების დამოუკიდებლად მონაწილეობას.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ის, რომ "რესპუბლიკური პარტია" ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში, გახლავთ უბრალოდ საზოგადოების თვალის ახვევა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში "რესპუბლიკურ" პარტიას მიჰყვება სხვა პარტიები.

"რესპუბლიკური" პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოიფიციალურად გაფორმდა კოალიცია "ქართული ოცნების" რღვევის დაწყება. მთელი ის საუბარი, რაც მოვისმინეთ კონსტრუქციაზე, თითქოს პარტია ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში, გახლავთ უბრალოდ საზოგადოების თვალის ახვევა. ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში. ასეთი რამ პოლიტიკაში არ ხდება და ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება "რესპუბლიკელების" კოალიციიდან მთლიან გასვლამდე. "რესპუბლიკურ პარტიას" მიჰყვება სხვა პარტიები. დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება ვიხილეთ. ეს ბუნებრივია, რადგან "ქართულ ოცნებას" არანაირი ღირებულებითი ერთიანობა არ გააჩნდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც დავით ბაქრაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" დაშლა, რომელიც დღეს დაიწყო, ლოგიკურად გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ქართული ოცნების საბოლოოდ ჩამოშორებით ხელისუფლებიდან, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე.

"ჩვენი ამოცანა იქნება მივიდეთ არჩევნებამდე მშვიდობიანად, ჩავატაროთ არჩევნები დემოკრატიულად და ქართველ ხალხთან ერთად ისტორიას ჩავაბაროთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას გაჩერების და ფრუსტრაციის მეტი ვერაფერი მოუტანა", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."