"ეს მარტივი არ არის" - რატომ დაშორდა ქეთი ხატიაშვილი მეუღლეს

"ეს მარტივი არ არის" -  რატომ დაშორდა ქეთი ხატიაშვილი მეუღლეს

ტანმოვარჯიშეს და ტელეწამყვანს ქეთი ხატიაშვილს ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, სერიოზული ტრამვა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. მანამდე კი მის ცხოვრებაში ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ქეთი ქმარს ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიას დაშორდა. ქეთი ხატიაშვილის ინტერვიუს ჟურნალი "სარკე" აქვეყნებს.

- ქეთი, შევიტყვეთ, რომ მოულოდნელად ოპერაცია დაგჭირდათ. რა დაგემართათ?

- გუდაურში "იმედის დილის" ეთერისთვის გადაღება მქონდა. როგორც იცით, სპორტული რუბრიკა მაქვს, დილის ვარჯიშები გადავიღეთ, ძალიან კარგი ამინდი იყო და ცოტა ხანი სასრიალოდ დავრჩი.

სნოუბორდზე სრიალისას შემთხვევით დავჯექი, არ წავქცეულვარ, დიდი სიჩქარეც არ მქონდა აკრეფილი. უცებ დიდი ტკივილი ვიგრძენი, თითქმის გონება დავკარგე, ვეღარ ავდექი. მაშველები ძალიან მალე მოვიდნენ, ქვემოთ ჩამიყვანეს, შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა.

თბილისში რომ ჩამოვედით, სურათი გადავიღე და აღმოჩნდა რომ კუდუსუნის სამი მალა იყო მოტეხილი და საოპერაციო გავხდი. რთული მდგომარეობა მქონდა.

ექიმების საშინლად მეშინია, ტკივილის ატანა კი შემიძლია, ეს ყველა სპორტსმენს აქვს გამომუშავებული. ვიფიქრე, რომ ოპერაციის გარეშე გამოვძვრებოდი. ბალერინებთან, ყოფილ სპორტსმენებთან ვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ეს ტრავმა არც თუ ისე იშვიათია და ოპერაციის გარეშეც

იხორცებენ. ვიფიქრე, მეც ასე შევძლებდი, მაგრამ ისეთი ტკივილები მქონდა ოპერაცია არ ამცდა.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- რეაბილიტაციის კურსს გავდივარ. ცოტ-ცოტა დაჯდომაც შემიძლია. დღეს პირველი დღეა, რაც საჭესთან დავჯექი, აქამდე არ შეიძლებოდა. ეთერში ჯერ ვერ ვარ. იმედი მაქვს, ეკრანზე მალე გამოვჩნდები.

- მართალია, რომ მეუღლეს გაშორდი?

- დიახ, ერთმანეთს 2014 წელს გავშორდით.

- მტკივნეულად გადაიტანეთ გაშორება?

- ეს მარტივი არ არის. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყველას უჭირს, მაგრამ როგორც მოხდა, მოხდა.

განაგრძეთ კითხვა

თბილისის რომელ ქუჩებზე და რა დროით შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა