ასპინძაში ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა - "მის ოთახში მდებარე კარადაში დამწვარი იპოვეს"

ასპინძაში ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა - "მის ოთახში მდებარე კარადაში დამწვარი იპოვეს"

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში ხანძრის შედეგად წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლის სახურავზე, ბავშვის ოთახის მაღლა გაჩნდა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრებმა მის ოთახში მდებარე კარადაში დამწვარი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია