ორი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - შემზარავი ავარია ხელვაჩაურში

ორი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - შემზარავი ავარია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში ავარიას მსხვერპლი მოყვა. სამი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენლმა თამარ მხატვარმა განუცხადა, პაციენტი ქალი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა. მისივე თქმით, ერთი პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამის მკურნალობას გადის.

ავარიის შედეგად დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებიც ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია