გურჯაანის სოფელ ველისციხეში 33 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში მოხდა.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ელექტროგადამცემ ტრანსფორმატორზე შესაკეთებლად ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და დაიღუპა.
გარდაცვლილს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
საქმეს გურჯაანის პოლიციის სამმართველო სწავლობს.