ნასვამმა მძღოლმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა - ავტოსაგზაო შემთხვევა გორში

ნასვამმა მძღოლმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა - ავტოსაგზაო შემთხვევა გორში

გორში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. ავარიის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის ნასვამ მდგომარეობაში დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია