10 რეკომენდაცია მათ, ვისაც სურს, მამაკაცმა კუდში სდიოს

10 რეკომენდაცია მათ, ვისაც სურს, მამაკაცმა კუდში სდიოს

ყველა ქალი ოცნებობს, რომ საყვარელი მამაკაცის გული დაიპყროს, მაგრამ არ იცის როგორ მოიქცეს. გამოცდილი, ბედნიერი ქალების რჩევებით სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.

1. იყავით ლამაზი

რაც არ უნდა ილაპარაკონ სულის სილამაზეზე, მამაკაცი პირველ რიგში ყურადღებას ქალის ვიზუალს აქცევს. თუ გსურთ მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ, მოუარეთ საკუთარ თავს. მოწესრიგებული თმა, ზომიერი მაკიაჟი. უფრო მიმზიდველს გაგხდით. მთავრია, გახსოვდეთ ერთი ჭეშმარიტება: უნდა გაიპრანჭოთ, როგორც მილიონი ასევე მხოლოდ ერთი ადამიანისთვის.

2. სხვებისგან გამორჩეული

ლამაზი და მოვლილი უნდა იყოთ, მაგრამ ზოგჯერ მამაკაცებს ყველასგან გამორჩეული ქალები უყვარდებათ. ეცადეთ, თავადაც გამორჩეული იყოთ სხვებისგან, თუნდაც მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი ჟესტი, მანერა გქონდეთ.

3. დახვეწეთ სიარულის მანერა

მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი ქალი აუცილებლად მიიქცევს მამაკაცის ყურადღებას, მაგრამ ლამაზი სიარულით ყველა ვერ დაიკვეხნის. თუ დაბალქუსლიან ფეხსაცმელზე მხრებში გასწრებული და ლამაზი ნაბიჯებით დადიხართ, უმჯობესია, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულით თავი არ გაიტანჯოთ.

4. გაიღიმეთ

მამაკაცებს მომღიმარი გოგონები მოსწონთ, რადგან მხიარულ ადამიანთან სასიამოვნოა ურთიერთობა. არ დაკვირვებიხართ, რომ ქალი შეიძლება მახინჯიც იყოს, მაგრამ მუდამ იღიმოდეს და მამაკაცების არმია ჰყავდეს თაყვანისმცემლებში?..

5. იყავით მოვლილი

საკუთარი ქმრის წინაშეც კი არ უნდა წარდგეთ დასავარცხნით თმითა და რეცხვისგან ფორმადაკარგული ხალათით. მართალია, მუდამ გამოპრანჭვის განწყობა არ გექნებათ, მაგრამ როცა მოვლილად გამოიყურებით, თავადაც კარგ განწყობაზე დგებით და მამაკაციც აღფრთოვანებული შემოგციცინებთ თვალებში.

6. ნუ იქნებით აგრესიული

განაგრძეთ კითხვა

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები

"პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - "მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები