ფოთის ნავსადგურში ჩაძირული გემები

ფოთის ნავსადგურში ჩაძირული გემები

ტბების, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე სხვადასხვა დროს ჩაძირული განძის მოპოვების სურვილი დღემდე არ ასვენებთ განძისმაძიებლებს.

ზოგს უმართლებს­ კიდეც. ცოტა ხნის წინ განძისმაძიებელმა ამერიკელმა ოჯახმა ფლორიდის ნაპირებთან ჩაძირული ესპანური გემიდან ოქროს სამკაულები და ფული ამოიტანა, რომელთა შორის უიშვიათესი ესპანური მონეტაცაა - "სამასწლოვანი სამეფო". განძის საერთო ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება. მათ შორის არის 12-მეტრიანი ოქროს ჯაჭვიც. რამდენიმე თვის წინ კოლუმბიაში 300 წლის წინ ჩაძირული ხომალდი "შან ჟოსე" იპოვეს. გემი 1708 წლის 8 ივნისს, იმ დროს ჩაიძირა, როდესაც ბრიტანულ სამხედრო გემებს გაურბოდა. ფსკერზე აღმოჩნდა მილიონობით დოლარის ღირებულების განძი: ფირუზი, ოქრო და ვერცხლი...

ჩაძირულ ქონებას საქართველოს წყლებშიც ეძებენ. ოქრო-ვერცხლისა და თვალ-მარგალიტის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფოთის აკვატორიაში სხვადასხვა დროს ჩაძირული გემების ამოღება და ჯართად გაყიდვა კი ხშირია. აქაურები ამბობენ, რომ საბჭოთა პერიოდში ფოთში, გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე, რუსული საზღვაო ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამხედრო გემების ნაწილი გაიყვანეს ამ ტერიტორიიდან, ნაწილი კი უტილიზაციის მიზნით მიმდებარე წყლებში ჩაძირეს. ფოთელების თქმით, სამხედრო გემების ნარჩენების ამოღება სარფიანი საქმეა, რადგან ღირებული მეტალისგან არის დამზადებული და კარგ ფასადაც იყიდება. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, ზღვა­ში ჩაძირული ქონების ამოღება მხოლოდ ოფიციალური ნებართვის საფუძველზე ხდება, რომელსაც ეს უწყება გასცემს, ჩაძირული ქონების ზღვიდან ამოღების წესსა და მექანიზმს კი"საზღვაო კოდექსი"არეგულირებს. ამ ეტაპზე სააგენტოს ორი კომპანიისთვის აქვს მიცემული ჩაძირული ქონების ამოღების ნებართვა.

სახელმწიფო უწყების მოთხოვნით, ჩაძირული გემის ნარჩენების ამოღების ოპერაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფასებული იქნება სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა მოსალოდნელი რისკი და როცა ყველა რისკის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიება იქნება გატარებული. გარდა ამისა, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირი უნდა იყოს კვალიფიციური, სერტიფიცირებული და ამ სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების წესების სრული დაცვა. განაგრძეთ კითხვა

ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე - "ეს კვლევა, საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა"

ბოლო დღე-ღამეში 29 341 კორონავირუსის ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია და რამდენმა დაამარცხა ვირუსი

"აცრამდე რაიმე ტიპის კვლევების ჩატარების რეკომენდაცია მსოფლიოში არსად არსებობს" - რა მიზეზით შეიძლება ადამიანს უარი უთხრან აცრაზე და ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო?