რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ 100 წელზე მეტხანს ვიცოცხლოთ?

რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ 100 წელზე მეტხანს ვიცოცხლოთ?

Google Ventures პრეზიდენტი ბილ მერისი აცხადებს, რომ შესაძლებელია, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ახალი სამედიცინო აღმოჩენებისა და ბიომექანიკური ტექნოლოგიების დამსახურებით, 500 წლამდე გაიზარდოს, - წერს ამერიკული გამოცემა "ფორბსი".

"შეიძლება თუ არა 500 წლამდე ცხოვრება? პასუხია - დიახ. მეცნიერებაში არის ისეთი სასიცოცხლო ინსტრუმენტები, რომლების განვითარების შემთხვევაშიც, შესაძლებელია, ადამიანის სიცოცხლე გავახანგრძლივოთ", - განაცხადა მერისმა.

"სილიკონის ველზე ბევრი მილიარდერია, მაგრამ საბოლოოდ ყველა ჩვენგანი მოვკვდებით. არჩევანი გასაკეთებელია ბევრი ფულის შოვნასა და იმას შორის, რომ ვიპოვოთ ხერხი, რომლითაც ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებენ", - აღნიშნავს მერისი.

მერისი ბოლო წლებია, ადამიანის სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ხერხების აღმოჩენაზე მუშაობს. Google-ი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ადამიანს შეუძლია 120 წელი იცოცხლოს. შემდეგ მას დასჭირდება ახალი თაობის მანქანების დახმარება იმისთვის, რომ საკუთარი სიცოცხლე თითქმის უსასრულობამდე გაზარდოს.

ამერიკელი ფუტურისტი და გამომგონებელი რეიმონდ კურცვეილი მიიჩნევს, რომ 30 წელიწადში ადამიანები  ბიოლოგიური მანქანების შექმნას მოახერხებენ, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ჩაანაცვლებს. მისი აზრით,  ნეირობიოლოგიის განვითარება საშუალებას მოგვცემს, სამუდამოდ შევინახოთ ტვინი ადამიანის სხეულის გარეშე.