და­ლი ჩი­ტა­ლა­ძის სახლი ვერაზე - როგორ ცხოვრობს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქართველი ქალი

და­ლი ჩი­ტა­ლა­ძის სახლი ვერაზე - როგორ ცხოვრობს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქართველი ქალი

მოდის ექსპერტი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალი - და­ლი ჩი­ტა­ლა­ძე ვე­რა­ზე, სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თ­ვე­ლოს" უკან ცხოვ­რობს. მოს­წონს ეს უბა­ნი და ფიქ­რობს, რომ ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი შე­ნო­ბე­ბი ქა­ლაქს ხიბლს და სიძ­ვე­ლეს უკარ­გავს. ბი­ნა შე­რე­ულ სტილ­ში აქვს მოწყო­ბი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ცაა და კლა­სი­კუ­რიც, რო­მა­ულ-ეგ­ვიპ­ტუ­რი შტრი­ხე­ბით.

- თე­ბერ­ვალ­ში 12 წე­ლი გახ­და, რაც ამ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ, რე­მონ­ტიც და­ახ­ლო­ე­ბით ამ ხნი­საა. მე და ჩე­მი მე­უღ­ლე რომ შე­ვუღ­ლდ­ლით და ბი­ნის შე­ძე­ნა გვინ­დო­და, ამ ად­გილ­მა, უფ­რო სწო­რად კი ხე­დებ­მა, მი­იქ­ცი­ეს ჩე­მი ყუ­რადღე­ბა. ზო­გა­დად, ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია სივ­რ­ცე და სიმ­ყუდ­რო­ვე. ვთვლი, რომ ოჯახ­ში სიმ­ყუდ­რო­ვეს დი­ა­სახ­ლი­სი ქმნის, ქალ­ზეა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მი­სი აურა სახ­ლ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე იგ­რ­ძ­ნო­ბა. მი­ხა­რია, რომ ჩემს მე­გობ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩემ­თან მოს­ვ­ლა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ერ­თოდ არ დაგ­პა­ტი­ჟებს სახ­ლ­ში, მე კი პი­რი­ქით ვარ, მიყ­ვარს სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა, სუფ­რის გაშ­ლა.

რო­ცა სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, ოთა­ხებს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წყო­ბა ჰქონ­და, ავიყ­ვა­ნე ძა­ლი­ან კარ­გი არ­ქი­ტექ­ტო­რი პა­ა­ტა ქურ­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­მეხ­მა­რა ჩე­მი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. სულ კა­მათ­ში გა­ვა­ტა­რეთ ის პე­რი­ო­დი, მე ვამ­ბობ­დი - ასე მინ­და, ის მიხ­ს­ნი­და, ვერ გა­ა­კე­თებ მა­სე, იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბაო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვთან­ხ­მ­დე­ბო­დით, ბევრ რა­მე­ში ვუ­ჯე­რებ­დი და ისიც მი­ჯე­რებ­და.

სტი­ლი, რო­მელ­შიც სახ­ლია მოწყო­ბი­ლი, მთლად კლა­სი­კუ­რი არაა, უფ­რო მო­დერნ-არ­ტია, თა­ნა­მედ­რო­ვეს­თან შერ­წყ­მუ­ლი რო­მა­ულ-ეგ­ვიპ­ტუ­რი გავ­ლე­ნა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ყო­ველ­თ­ვის მომ­წონს სტი­ლის შე­რე­ვა და ეს ინ­ტე­რი­ერ­ზეც აისა­ხე­ბა. აი, მა­გა­ლი­თად, მი­სა­ღე­ბის კე­დე­ლი, სა­დაც ტე­ლე­ვი­ზო­რი კი­დია, ეგ­ვიპ­ტურ სტილ­შია გა­კე­თე­ბუ­ლი. მის მო­პირ­და­პი­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლის სა­მე­უ­ლი დგას, რო­მე­ლიც უკ­ვე შე­საც­ვ­ლე­ლი მაქვს. ეს ტე­ლე­ვი­ზო­რი რომ ვი­ყი­დე, მა­შინ პლაზ­მუ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი სა­ერ­თოდ არ იყო, ამი­ტომ დღეს უკ­ვე გა­ნახ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ამ­ჯე­რად ოვა­ლურ ტე­ლე­ვი­ზორ­ზე შე­ვა­ჩე­რებ ალ­ბათ არ­ჩე­ვანს. რა­საც არ გა­მოვ­ც­ვ­ლი, ესაა ბუ­ხა­რი, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი... განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ სახლის ფოტოები

"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს