უპრეცედენტო გათამაშებაში უკვე 6 805 გამარჯვებული გამოვლინდა - ყველა ბილეთი მომგებიანია!

 უპრეცედენტო გათამაშებაში უკვე 6 805 გამარჯვებული გამოვლინდა - ყველა ბილეთი მომგებიანია!

"პალიტრა L"-ის გრანდიოზულ გათამაშებას მკითხველის უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა - მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 6 805 წიგნი გათამაშდა. შეგახსენებთ, 31 მარტიდან, 2 თვის განმავლო­ბაში, წიგნის მაღა­ზ­­­იათა ქსელ "ბიბლუსში", "პალ­იტრა­ L"-ის გამოცემულ წიგნებზე, ყოველ 20-ლარიან შენაძენზე, მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილ­ეთს მიიღებს, ველის გადაფხეკის შემდეგ კი გარანტირებულ პრიზს - წიგნს მოიგებს. გათამაშებაშია­ 400 დასახელების 200 000 წიგნი. გარდა გარანტირ­ებული პრიზისა,­ მომხმარებელი 29 მაისს მთავარ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც აქვს შანსი, მოიგოს გრანდიოზული პრიზები - ავტომობილი, ერთ­კვირიანი საგზური ევროპაში, 3.000-ლარიანი­ ავეჯის ვაუჩერი და IPHONE 6S.

ლატარიაში მონაწილეობის­ მსურველთა რიცხვი იმდენად მაღ­ალია, რომ ორგანიზატორები­ იძულებული გახდნენ, ბილ­ეთე­ბზე­ შეზღუდვაც კი დაეწესებინათ.

თათია ნიკოლეიშვილი, "ბიბლუ­სის" კონსულტანტი: "სულ თამაშდება­ 200 000 ბილეთი და შესაბამისად,­ საჩუქრად გადასაცემი წიგნების რაოდენობაც - 200 000-ია.­ ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი მკითხველი დავასაჩუქროთ, ამიტომ დავაწესეთ მცირე შეზღუდვა, ერთ ჯერზე თითო მყიდველი მაქსიმუმ 4 ბილეთს მიიღებს. ამ ფაქტმა თავდაპირველად მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ავუხსენით, რომ დამატებით ბილეთების მისაღებად შეეძლოთ სხვა ფილიალებისთვის მიემართათ ან მომდევნო დღეს შეეძინათ იმავე ფილიალში.

კონსულტანტთან გასაუბრების შემდეგ, გათამაშების გამარჯვებულებსაც გავესაუბრეთ:

ლევან დათეშიძე, მკითხველი: "გათამაშებებში მონაწილეობას არასოდეს ვიღებ, ამის ბედი ვინ მომცა-მეთქი, ვამბობდი.­ თუმცა, როგორც კი შევიტყვე, რომ "პალიტრა L"-ის გათამაშების ყველა ბილეთი მომგებიანია, არც კი დავფიქრებულვარ, მაშინვე "ბიბლუსს" ვესტუმრე. ვიცოდი, რომ საჩუქრად წიგნს გადმომცემდნენ, მაგრამ ვერც კი წარმომედგინა, 20-ლარიანი შენაძენის შემთხვევაში, 65-ლარიან "დიდ ვიზუალურ ენციკლოპედიას" თუ მივიღებდი.­ ეს მართლაც უპრეცედენტო გათამაშებაა".

გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია "პალიტრა L"-ის ყველა წიგნი, მათ შორის, ძვირად ღირებულიც. მაგალითად, წიგნები სერიებიდან: "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული", ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 20-ლარიანი შენაძენით, შესაძლოა, ბევრად ძვირად ღირებული წიგნი მიიღოთ საჩუქრად.

გაეცანით გასათამაშებელი წიგნების მოკლე ანოტაციას და იხილეთ მათი სრული ჩამონათვალი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს