კვება და გართობა დღეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

კვება და გართობა დღეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

ქართველების ჭამისადმი სიყვარული ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ქართული სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ უარს არ ვამბობთ ევროპულ საკვებზეც, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. კვება ყველას სჭირდება, გემრიელად და ნოყიერად ჭამა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ადრე, რესტორანში დაბადების დღის აღნიშვნა მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, დღეს რესტორანში, ბარში, კაფეში წასვლა ფუფუნება აღარ არის და ბევრისთვის ხელმისაწვდომია. ამას თავის მხრივ, ხელი შეუწყო ფასდაკლების საიტებმა, რომელთა წყალობით, უკვე ფართოდ გავრცელებული ტენდენციაა რამდენიმე კუპონით, ნათლობის, დაბადების დღის და ქორწილის გადახდაც კი. რატომ უნდა გადავიხადოთ დიდი თანხა, როდესაც შეგვიძლია იგივე მენიუ მივიღოთ ძალიან დიდი ფასდაკლებით? ბოლო პერიოდში ეს ბაზარი საქართველოშიც საკმაოდ განვითარდა და შესაბამისად, ბარები, რესტორნები და კაფეები ფასდაკლების საიტებზეც საკმაოდ მაღალხარისხიან პროდუქტს თუ მომსახურებას ათავსებენ. დავინტერესდით, რამდენად ხშირად სარგებლობენ ფასდაკლების კუპონებით ადამიანები და სხვადასხვა რესტორნებს მივმართეთ.

რესტორან "კოლხეთის" წარმომადგენელი: "ჩვენ ფასდაკლების საიტ Hotsale-ის ექსკლუზიური პარტნიორები ვართ და წარმატებულადაც ვთანამშრომლობთ მათთან. მათი კუპონებით საკმაოდ ბევრი მომხმარებელი მოდის. გვყავს უკვე მუდმივი კლიენტებიც, რომლებიც ჰოთსეილზე არსებულ არცერთ ჩვენს შეთავაზებას არ ტოვებენ. მათ უკვე იციან, რომ ამ შეთავაზებით მინიმალური დანახარჯით ძალიან გემრიელად გამოიკვებებიან, გაერთობიან და საბოლოოდ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ჩვენც მუდმივად ვცდილობთ მომსახურების დონე და ხარისხი მაქსიმალურად მაღალი შევინარჩუნოთ"

ღამის კლუბ "ქლაბერის" მენეჯერი ავთანდილ არწივიძე: "მეოთხე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ Hotsale-თან. ეს ხელს უწყობს მთავარ შემოსავალს და რეკლამირებას, რადგან ყოველდღიურად გვყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი hotsale-ის კუპონებით, იმდენად ბევრი, რომ აუცილებელია წინასწარი დაჯავშნა. მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა, უცვლელი რჩება, არის სტანდარტული ფასდაკლება და მომხმარებელი იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას. გვაქვს ძალიან გემრიელი სამზარეულო და განსხვავებული მუსიკა.

Hotsale-ის ხელმძღვანელი თათული ზაკალაშვილი: "თითქმის ყველაფერი იყიდება რასაც კი საიტზე ვდებთ, როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულო. რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო გაცილებით წარმატებულია, მოთხოვნაა მწვადზე, ხინკალზე, ხაჭაპურზე. ძალიან კარგად მუშაობს დიდი მენიუები, რადგან მიდიან რესტორნებში და იხდიან დაბადების დღეებს, რისი პრეცენდენტებიც ადრე არ იყო. Hotsale-მა დანერგა ის, რომ დღეს რესტორანი ფუფუნება აღარ არის და ყველას შეუძლია წავიდეს ძალიან იაფად. თავისთავად, ეს არ ნიშნავს რომ ხარისხი ფასის შესაბამისია და იკლებს. პირიქით, მომსახურება, საჭმლის პორციები და გარემო არის არაჩვეულებრივი და იმის იდენტური, რაც ფასდაკლების გარეშეა.

- უმეტესად რომელი საკვები ობიექტების შეთავაზებებს ყიდულობენ მომხმარებლები?

- "კვების სფერო ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენს საიტზე დაახლოებით 500 კომპანიაა წარმოდგენილი ამ კუთხით. ასევე ძალიან კარგად მუშაობს ლაუნჯი. თუ მომხმარებელს გართობასთან ერთად მიაწოდებ მენიუს, ეს განსაკუთრებით წარმატებით იყიდება კვირის ბოლო დღეებში, პარასკევ-შაბათს. გამორჩეულად ბევრი გაყიდვებით გამოირჩევა რესტორანი "გაგრა", "რომი და ალავერდი", "კოლხეთი", "შემოიხედე გენაცვალე", "გალერეა იტალიანა". მათი გაყიდვების სიხშირე განპირობებულია უცვლელი ხარისხით. თუმცა, ჩვენს საიტზე განთავსებული ყველა საკვები ობიექტი გამორჩეულად კარგია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი