შელაპარაკება ბარამიძესა და ვოლსკის შორის: "ჩამორჩენილები ხართ თქვენ"

 შელაპარაკება ბარამიძესა და ვოლსკის შორის: "ჩამორჩენილები ხართ თქვენ"

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრას ბიუროს სხდომაზე ცხარე კამათი და შელაპარაკება მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობამ მათ მიერ მომზადებული და პარლამენტის დღის წესრიგში შეტანილი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტისთვის რიგითობის შეცვლა და წინა საკითხად გადმოწევა მოითხოვა. დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ დააყენა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პროექტისთვის "ადეკვატური ადგილი მიეჩინათ".

ბიუროს სხდომაზე ბარამიძეს გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომელმაც ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უმცირესობის მხრიდან სიტუაციის ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს საკითხის განხილვა პარლამენტში არ უნდათ. ვოლსკის თქმით, რეზოლუცია მიღებულია, ხოლო უმცირესობა მოვლენებს ჩამორჩა.

ვოლსკის რეპლიკას ბარამიძემ ასე უპასუხა: "ჩამორჩენილები ხართ თქვენ", - განაცხადა უმცირესობის წევრმა სხდომაზე.

ბიუროს სხდომაზე ასევე კამათის თემა იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენის საკითხიც.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

"ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება" -  რას ამბობს ვიცე-პრემიერი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ახალ წელზე, არდადეგებზე ვირუსი სადმე მიდის? ხალხი ფეხებზე გკიდიათ?" - სააკაშვილი შეზღუდვებს ეხმაურება