რა დაავადებები იკურნება ჭიპლარის სისხლით და რა ღირს მისი შენახვა საქართველოში

რა დაავადებები იკურნება ჭიპლარის სისხლით და რა ღირს მისი შენახვა საქართველოში

ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ახალშობილის ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები უამრავ დაავადებას კურნავს. სწორედ ამიტომ, მშობლების სურვილისა და მატერიალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჭიპლარის სისხლის ბანკში, ახალშობილის ჭიპლარის სისხლს წლების განმავლობაში ინახავენ.

სად და რისთვის ინახება ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედი, რა ღირს მისი შენახვა და რომელ დაავადებებს კურნავს, ამ საკითხებზე ALLNEWS.GE ჭიპლარის სისხლის ბანკის, "ჯეოქორდის" სამედიცინო დირექტორს, გოჩა შათირიშვილს ესაუბრა.

-ჭიპლარის სისხლი ეს არის სისხლი, რომელიც რჩება პლაცენტაში, მას შემდეგ, რაც ჩვილი დაიბადება და ჭიპლარი გადაიკვანძება. დიდი ხნის განმავლობაში, პლაცენტა და მასში დარჩენილი სისხლი ითვლებოდა ბიოლოგიურ ნაშთად, მას არ იყენებდნენ და დღესაც ალბათ, 99% შემთხვევაში იშორებენ. თუმცა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლში, რომელიც პლაცენტაში რჩება არის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის უჯრედები.

ყველას სმენია მოზრდილის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შესახებ თუ რაოდენ მძიმე დაავადებებს ებრძვიან ამით, მათ შორის ლეიკემიას, ლიმფომას, სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს, სულ 80-მდე დაავადებას. აღმოჩნდა, რომ ჭიპლარის სისხლს, ისევე როგორც ძვლის ტვინს, შეუძლია ანალოგიური დაავადებების მორჩენა. მითუმეტეს, ჭიპლარის სისხლის ასაღებად მტკივნეული პროცედურების ჩატარება საჭირო არ არის, საჭიროა მხოლოდ მშობიარობის შემდგომ პლაცენტიდან შეგროვდეს ჭიპლარის სისხლი, სპეციალურ პაკეტებში მოთავსდეს.

თუმცა მხოლოდ მისი აღება საქმეს არ შველის, საჭიროა დამუშავება - ღეროვანი უჯრედების გამოთავისუფლება და შედგომ შენახვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თეორიულად მათი შენახვა ათასობით წლის განმავლობაში შეიძლება, თუმცა ჩვენ ამდენი ხნის ისტორია არ გვაქვს. მათემატიკური მოდელით დადგენილია, რომ სწორად შენახვის შემთხვევაში ღეროვანი უჯრედები არ ზიანდება.

-როგორ და სად ინახავენ ჭიპლარის სისხლს?

-იმისთვის რომ ჭიპლარის სისხლი შევინახოთ, საჭიროა სპეციალური დაწესებულება, რომელსაც ჭიპლარის სისხლის ბანკი ჰქვია. ამ ბანკში შემოდის ჭიპლარის სისხლი და მუშავდება სპეციალური მეთოდით. შემდგომ უჯრედები უნდა გაიყინოს -130 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, გაყინული ჭიპლარის სისხლი ინახება სპეციალურ რეზერვუარში -150;-170 გრადუსზე უსასრულოდ, ისე რომ ათეულობით წლების მერე თუ დასჭირდა პაციენტს შეიძლება ამ უჯრედების გადნობა და მისი გადანერგვა. იხილეთ გაგრძელება

საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 22 აპრილამდე მოქმედებს

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი