"ჩემი თხოვნაა... გადამირჩინოთ ნინო" - 16 წლის გოგონას დედის სულისშემძვრელი წერილი

"ჩემი თხოვნაა... გადამირჩინოთ ნინო" - 16 წლის გოგონას დედის სულისშემძვრელი წერილი

სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი წერილი ვრცელდება, რომლის ავტორი ფატმან სახელაშვილია. ქალი მისი შვილის, 16 წლის ნინო ჭყონიას უმძიმეს მდგომარეობაზე წერს და დახმარებას ითხოვს:

"ექვსი გაუსაძლისი თვეა, რაც ჩემი შვილი 16 წლის ნინო ჭყონია "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. მას თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია გაუკეთეს გიორგი და ედიშერ მაღალაშვილებმა, ისინი უკვე ექვსი თვეა ძალ-ღონეს არ იშურებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ამ დროის განმავლობაში ნინოს გვერდით დგას 133-ე საჯარო სკოლის განსაკუთრებით კი XI' კლასის მოსწავლეები, ნინოს თანაკლასელები, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და გაუჩინარი გააჩინეს. ნინოს თანაკლასელების ძალისხმევით იყო სიუჟეტი გადაცემაში "სხვა რაკურსში".

საგანგებო კონცერტით გამოეხმაურა ნინოს პრობლემას ზ.ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის სკოლა, რადგან ნინო ამ სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.

ჩვენი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა არაერთმა ახლობელმა თუ შორეულმა, ნაცნობმა თუ უცნობმა, ამის გამო დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს,რომელიც ზემოთხსენებულთა შორის იგულისხმება.

მიუხედავად ასეთი ზრუნვისა, ნინო კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია, ამიტომაც იზრდება საავადმყოფოს დავალიანება, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს.

ჩვენი ამოცანაა, ამ ეტაპზე ნინო ისევ დარჩეს საავადმყოფოში სამკურნალოდ, რადგან მისი სახლში მოვლა შეუძლებელია (იკვებება ზონდირებით და ჟანგბადდამოკიდებულია)

მეც ორივე თირკმლის გათიშვის გამო დიალეზზე ვარ. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ გაავრცელოთ ჩემი თხოვნაა, გამიწიოთ დახმარება, შეეწიოთ ჩემს მდგომარეობას და გადამირჩინოთ ნინო" - წერს გოგონას დედა წერილში.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი თანხა გადარიცხონ TBC ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE83TB7273536010300021 მიმღები: ფატმან სახელაშვილი

"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა

კოკა ყანდიაშვილი მასთან დაკავშირებული ფეისბუქ-ანგარიშების წაშლას განცხადებით ეხმაურება

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე