ცნობილი მაფიოზი ქალები, რომლებიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემენ

ცნობილი მაფიოზი ქალები, რომლებიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემენ

ეს ქალები სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შიშის ზარს სცემდნენ. მათ სახელს უამრავი დანაშაული, ნარკოტიკი, სიმდიდრე, სისხლი, სიკვდილი უკავშირდება. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მაფიოზ ქალებს:

რაფაელა დ'ალტერიო

ნათლიდედა რაფაელა დ'ალტერიო მეტსახელად "დიდი ფისო" 2012 წელს კლანის "პიანეზე-დ'ალტერიო" 66 წევრთან ერთად იტალიაში, კომუნა კასტელო-დი-ჩისტერნაში დააპატიმრეს.

ნეაპოლის პოლიციამ განაცხადა, რომ ამოღებულ ნივთებს შორის წითელი ფერარი იყო, სუფთა ოქროსგან დამზადებული სანომრე ნიშნით, ასევე 10 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით. პოლიციისვე ინფორმაციით,  დ'ალტერიოს ოჯახი ყოველ უქმე დღეს რეგულარულად სტუმრობდა მონტე-კარლოს შოპინგზე. დ'ალტერიომ კლანის მმართველობა მას შემდეგ გადმოიბარა, რაც მისი მეუღლე, ნიკოლა პიანეზე 2006 წელს მოწინააღმდეგე დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. თავად რაფაელაზე 2009 წელს თავდასხმა მოხდა. დაკავებისას დ'ალტეროსა და კლანის სხვა წევრებს ბრალი წაუყენეს გამოძალვის, იარაღის უკანონო შენახვის, დაყაჩაღებებისა და ნარკოტიკების შენახვის ფაქტებზე.

ქალი ასევე ბრალდებულია კამორას სხვა კლანებთან ურთიერთობების გამყარებაში, რომელსაც მსოფლიო ფართო ქსელი გააჩნია, იღებს მილიონობით ფუნტ სტერლინგის შემოსავალს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვიდან, ნარჩენების უტილიზაციიდან და კონტრაფაქტური საქონლიდან. კამორა - ნეაპოლიტანური მაფია, იტალიის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი კლანების სიაში მესამე ადგილზეა. ნარკოტიკების გაყიდვიდან ყოველთვიურად 330 მილიონ დოლარს იღებს, იტალიის ყველაზე დაუნდობელ მაფიად მიიჩნევა.

სანდრა ავილა ბერტრანი

მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი, ცნობილი როგორც "წყნარი ოკეანის დედოფალი", რადგან ნარკოტიკების კონტრაბანდის მარშრუტები შექმნა წყნარი ოკეანის სანაპიროების გასწვრივ, მექსიკიდან კალიფორნიაში. ავილა ბერტრანი გვადალახარას კარტელის ექს-ლიდერის, რაფაელ კარო კინტეროს ოჯახის წევრის, ალფონსო კინტეროს ქალიშვილია. საოჯახო კავშირებმა მის კარიერაში დიდი როლი შეასრულა - ავილა ბერტრანი ოჯახური "პროფესიის" მესამე შთამომავალი იყო. მას ახალგაზრდობაში რამდენიმე ცნობილ ნარკობარონთან ჰქონდა რომანი, ორჯერ იყო გათხოვილი. ორივე ქმარი პოლიციის ყოფილი შეფები იყვნენ, რომლებიც ნარკომოვაჭრეები გახდნენ და ორივე ქილერებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

ავილა ბერტრანი 2007 წლის 28 სექტემბერს დააპატიმრეს თავის საყვარელთან - ნარკობარონ ხუან დიეგო ესპინოზა რამირესთან ერთად. ასევე პოლიციამ ჰალისკოს შტატში უძრავი ქონების 225 ობიექტის კონფისკაცია მოახდინა. დაპატიმრებული უამრავ დანაშაულში ამხილეს, მათ შორის 9 ტონა კოკაინის კონტრაბანდის თანამონაწილეობაში. კონტრაბანდა 2001 წელს ერთ-ერთ მექსიკურ პორტში დააკავეს, ნარკოტიკები თევზმჭერი გემით გადაჰქონდათ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, 2015 წლის 8 თებერვალს ავილა ბერტრანი მექსიკური ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ჯუდი მორანი

ჯუდი მორანი - ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაფიოზური კლანის მეთაური. მორანების ოჯახმა ნარკოტიკებით ვაჭრობით "გაითქვა" სახელი, მაგრამ ყველაზე საშინელი მათ "მოღვაწეობაში" კრიმინალური ომია, რომელმაც 1998 წლიდან 2010 წლამდე გასტანა და რომლის პერიოდშიც 40 ადამიანი მოკლეს.

ჯუდის პირველი ქმარი, ლესლი "ჯონი" კოული 1982 წელს ორმხრივი სროლის დროს მოკლეს, 2000 წელს მათი შვილი, მარკ კოულიც იმავე ვითარებაში დაცხრილეს.

პირველი ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალი კვლავ გათხოვდა, მისი ქმარი ლუის მორანი გახდა. 2003 წელს მათი საერთო შვილი, ჯეისონ მორანი მოკლეს. 2011 წელს ჯუდი მორანი თავისი მაზლის, დეზმონდ მორანის მკვლელობის შეკვეთისთვის დააპატიმრეს, რომელმაც ყოველთვიური 2000$-იანი დახმარების გადახდაზე უარი განაცხადა. ქალს 26 წელი მიუსაჯეს.

კლაუდია ოჩოა ფელიქსი

კლაუდია ოჩოა ცნობილია როგორც "ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების კიმ კარდაშიანი". ზედმეტსახელი მან ინსტაგრამში გამოფენილი ფოტოების წყალობით დაიმსახურა. 2014 წელს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კლაუდია მექსიკური ბანდის Los Ántrax ახალი მეთაური გახდა, რომელიც უამრავ დაუნდობელ მკვლელობაშია გარეული. ფელიქსმა ეს პოსტი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ბოიფრენდი - დაჯგუფების მეთაური ელ ჩინო დააპატიმრეს. ელ-ჩინოს ბრალად 3 მამაკაცის მკვლელობა დასდეს.

ნახეთ ვიდეო| კრიმინალური სამყაროს კიმ კარდაშიანი, ძალიან დიდი საჯდომითა და დიდი დანაშაულებრივი გავლენით

როზეტა კუტოლო

1937 წელს დაბადებული როზეტა კუტოლო - ცნობილი ბოროტმოქმედის, ბანდის Nuova Camorra Organizzata მეთაურის, რაფაელ კუტოლოს დაა. იმის გამო, რომ რაფაელმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ციხეში გაატარა, როზეტა ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთვისაც მას ბიზნესის მართვის ინსტრუქციების გადაცემა შეეძლო. მოგვიანებით როზეტა ძმის ბანდის ფაქტობრივი ბოსი გახდა. ახალი მეთაურის რეზიდენცია XVl საუკუნის სასახლეში Castello Mediceo განლაგდა. სასტუმრო 365 ნომერს მოიცავდა, ჰქონდა ჩოგბურთის კორტები და აუზები. 80-იანი წლების დასაწყისში ქალს პოლიციის განყოფილების აფეთქება მოეპრიანა, რის შედეგადაც მისი სასახლე ნანგრევებად აქციეს, თავად როზეტა კი 10 წლის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა. 1993 წელს იგი პოლიციას ჩაბარდა. როზეტამ აღიარა, რომ მიმალვაში ყოფნა მობეზრდა.

მარია ლეონი

13 შვილის დედა, მარია ლეონი - ბანდის მეთაური, რომელიც ნარკოვაჭრობით, შეკვეთილი მკვლელობებითა და ადამიანებით ვაჭრობით იყო დაკავებული. ამასთან, ქალს მექსიკური მაფია მფარველობდა, რამაც მას ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ყველაზე საშიში განგსტერის სტატუსი მიანიჭა. 2008 წელს მარია ლეონის შვილი, დენი, პოლიციელებთან ორმხივი სროლის დროს მოკლეს. მარიამ ეს ამბავი მექსიკაში მიმალვის დროს შეიტყო და გადაწყვიტა შვილის დაკრძალვას დასწრებოდა. ვინაიდან ქალს აშშ-ში შესვლა აკრძალული ჰქონდა, მან არალეგალური გზით გადაკვეთა საზღვარი. იმ მომენტისთვის ბანდის წევრებს პოლიცია უთვალთვალებდა, ამიტომაც ქალის და მისი დაჯგუფების წევრების დაკავება რთული არ აღმოჩნდა.

მარია ლიჩარდი

1951 წელს დაბადებული მარია ლიჩარდი - ნეაპოლიტანური ლიჩარდის კლანის ყოფილი მეთაური. ქალის გამოჩენამდე, ეს ოჯახი არასოდეს იყო სექს-მომსახურების სფეროში გარეული. მარიამ კი შემოსავალის ახალი წყარო შემოიღო - მისი ბანდის წევრები არასრულწლოვან გოგონებს ალბანური მაფიისგან 2000 დოლარად ყიდულობდნენ. გოგონებს უცხოეთში სამსახურს ჰპირდებოდნენ, რასაც ისინი სიხარულით თანხმდებოდნენ. ნეაპოლში ჩამოსვლისთანავე კი ტრეფიკინგის მსხერპლი ხდებოდნენ. მათ, ვისაც სექს-მომსახურებისთვის უვარგისად მიიჩნევდნენ, უბრალოდ კლავდნენ. მარია ლიჩარდი 2001 წელს დააპატიმრეს, იგი დღემდე ციხეშია.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"

"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ

ამერიკელმა ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნინო ბურჯანაძე ცხვირს პირბადით იწმენდს - რა კომენტარებს წერენ უცხოელები