დონაცია საქართველოში - რა ღირს და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

დონაცია საქართველოში - რა ღირს და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

ორგანოთა ტრანსპლანტაციის ოპერაციები უკვე წლებია, რაც წარმატებით ხორციელდება. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ორგანოთა გადანერგვაა შესაძლებელი, სამი ათეული წელია, საქართველოც შეემატა.

ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად ALLNEWS-ი საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს გია თომაძეს ესაუბრა.

გია თომაძე: ამჟამად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 6 ორგანოს გადანერგვაა შესაძლებელი. ეს ორგანოებია: ღვიძლი, თირკმელი, პანკრეასი, გული, ფილტვი და წვრილი ნაწლავი. ამათგან საქართველოში მხოლოდ თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვა ხდება.

საქართველოში დღეს 257 ორგანოგადანერგილი ადამიანი ცხოვრობს. აქედან ორს გული აქვს გადანერგილი, (ერთს საფრანგეთში, მეორეს რუსეთში) ორმოცდაათს ღვიძლი, დანარჩენს კი თირკმელი.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად 120 ათასამდე ახალი ორგანოს გადანერგვა ხდება. აქედან ყველაზე ხშირი თირკმლის ტრანსპლანტაციაა, შემდეგ მოდის ღვიძლი, პანკრიასი და გული.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა და დღემდე სულ 12 გადანერგვაა შესრულებული.

-როგორ ხდება დონორის შერჩევა და რა პროცედურები ახლავს თან?

-ორგანოებით ვაჭრობა ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, აკრძალული საქმიანობაა და კანონით ისჯება. იხილეთ გაგრძელება