"Gldani Tower"- ის და გიორგი ნოქარიშვილის ერთობლივი პროექტი . თანამედროვე ხელოვნებისა და რეალური საცხოვრებელი გარემოს სინთეზი...

"Gldani Tower"- ის და გიორგი ნოქარიშვილის ერთობლივი პროექტი . თანამედროვე ხელოვნებისა და რეალური საცხოვრებელი გარემოს სინთეზი...

2016 წლის 5 აპრილს კომპანია R&L ჯგუფის თაოსნობით გლდანი თაუერის პროექტის ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის გიორგი ნოქარიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა. გლდანი თაუერის ექსპოზიცია - შოუ რუმის საგამოფენო სივრცე - გარე პერიმეტრი, შენობისკენ მიმავალი ღია სივრცე, ოთახები და აივანი დაეთმო მხატვრის ოცამდე ფერწერულ ნამუშევარს. მიუხედავად გამოფენილი ტილოების სიმცირისა, დამთვარიელებელს შესაძლებლობა ჰქონდა თვალი გაედევნებინა მხატვრის შემოქმედებითი გზისათვის - ადრეული ნამუშევრებიდან თანამედროვე, აბსტრაქტული ჟანრის ნაწარმოებებამდე.

გიორგი ნოქარიშვილი:

-დიდი მადლობელი ვარ „გლდანი თაუერის“ და მისი წარმომადგენლების. გამოფენის ჩატარების იდეა სპონტანურად გაჩნდა. მე მათი კლიენტი გახლავართ და ჩვენი ურთიერთობის ფარგლებში ერთობლივი პროექტის განხორციელების იდეა წარმოიშვა. მსგავს გარემოში არასოდეს არ მქონია გამოფენა. ზოგადად, საქართველოში ამ ტიპის სივრცეში ექსპოზიციის მოწყობა, სამწუხაროდ ჯერ კიდევ იშვიათი ხილია და ბუნებრივია, საკუთარი ნამუშევრების ჩვენება ჩემთვის სრულიად ახალ საგამოფენო სივრცეში საინტერესოდ მომეჩვენა..

ვისარგებლებ და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი „გლდანი თაუერს“ და მის ჯგუფს ამ პროექტის განხორციელებისათვის..

ჩვენ გავესაუბრეთ მოწვეულ სტუმრებს, ბიზნესისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, „გლდანი თაუერის“ მომხმარებლებს.

ქალბატონი მედეა დრობიშევა

- დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ: არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, საინტერესო გამოფენა.. ისეც, ძალიან მესიმპატიურება ეს გარემო, კომპანიის თანამშრომლები, მათი დამოკიდებულება საქმისადმი, კლიენტებთან ურთიერთობის სტილი, კეთილმოსურნეობა და შეთავაზების ფორმა.. შოურუმიც, თავადვე ხედავთ, ამის დასტურია - მე, როგორც ბინის შეძენის მსურველს, შეუძლებელია ეს არ მხიბლავდეს..

კომპანია R&L ჯგუფის ერთ-ერთ დამფუძნებელს - ბატონ ასაფ რაზის მანამდეც შევხვედროდით - თავად შოუ რუმის გახსნის დროს, უფრო ადრე გლდანის სავაჭრო ცენტრის - „ Sky Plaza“- ს გახსნის ფარგლებში:

ბატონი ასაფ რაზი:

-დიახ, „Sky Plaza”-ს მშენებლობაში ქართულ-ებრაული პარტნიორობის ფარგლებში ვმონაწილეობდით. რაც შეეხება „გლდანი თაუერს“ - ამ პროექტის ფარგლებში 2015 წლის აგვისტოში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა წამოვიწყეთ, (რომლის დასრულებაც 2016 წლის შემოდგომისთვის გვაქვს დაგეგმილი).. ხუთი თვის წინ ექსპოზიცია - შოურუმი მოვაწყვეთ - ინტერიერის, დიზაინის, კონსულტაციის, ბინის შერჩევის და ყიდვის ერთიანი სივრცე, რათა ჩვენს მომხმარებელს უკეთ შეეგრძნო მომავალი ბინის სივრცე, აქედანვე, მშენებლობის პროცესშივე ეზრუნა ფართების გეგმარებაზე, დიზაინსა თუ ინტერიერზე, მიეღო და გაეთვალისწინებინა ჩვენეული ხედვა და სურვილისამებრ შეეცვალა მომავალი ბინის გეგმარება.

ამჟამად ახალ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს - ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. მნახველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მხატვარ გიორგი ნოქარიშვილის შემოქმედებას და სურვილისამებრ შეიძინოს წარმოდგენილი ნამუშევრები.

- ხომ არ გეგმავთ ამ პროექტის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას?

- რა თქმა უნდა. ჩვენი კომპანია მუდამ შეუწყობს ხელს ახალგაზრდა შემოქმედების - მხატვრების, ფოტოხელოვანების თუ მომღერლების პოპულარიზაციას, ფართო საზოგადოებისათვის მათი შემოქმედების გაცნობას, მათ მიმართ საზოგადოებრივი დაინტერესების ზრდას. ამ მხრივ ჩვენ უკვე ვგეგმავთ სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებსა და გამოფენებს.ასევე ვაპირებთ - სხვა საკითხია რა სახით და რა ფორმით, მაგრამ მობინადრეებისათვის ვგეგმავთ სასიამოვნო ღონისძიებების მოწყობას, სადაც ისინი, უკვე თანამობინადრეები, უკეთ გაეცნობიან ერთმანეთს.. მომავალი მაცხოვრებლების ერთმანეთთან დაკავშირება, მათი გაცნობა, დამეთანხმებით რომ საინტერესო რამ გახლავთ.

- მაშასადამე, მომავალ შეხვედრამდე?

-რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, არც მშენებლობის და არც სხვა მხრივ..

საკონტაქტო :

http://gldanitower.ge/

2 308 303

558 10 30 30

558 10 40 40

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი