დედამთილთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ხატია სიჭინავა მეუღლეს სიყვარულს საჯაროდ უხსნის

დედამთილთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ხატია სიჭინავა მეუღლეს სიყვარულს საჯაროდ უხსნის

ხატია სიჭინავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დედამთილთან ურთიერთობა ძალიან დაეძაბა, მეუღლეს საჯაროდ სიყვარულს უხსნის. ხატიას პოსტით დადასტურდა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რძალ-დედამთილის დაპირისპირების შემდეგ რამაზ ნოზაძეს

მეუღლესთან ურთიერთობა აერია, არასწორია.

''შენ ჩემპიონი მარტო ჭიდაობაში არა ხარ სიყვარულო შენ ხარ ჩემპიონი სიკეთეში, მეგობრობაში, ცხოვრებაში... შენ ჩვენი შვილების ჩემპიონი ხარ .. ჩემი პირადი ჩემპიონი ხარ და საერთოდ ... ადამიანობაში ჩემპიონი ხარ !!! მიყვარხარ მე შენ'', - წერს ხატია.

რამდენიმე დღის წინ სიჭინავამ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

"არ ვიცი საიდან და როგორ დავიწყო... სამწუხაროა მაგრამ ჩემი და ჩემი დედამთილის ურთიერთობა, ჩანასახშივე განწირული იყო ... ვიცი ბევრს გაუხარდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ფარისევლობა დიდხანს ვერ ცოცხლობს. ეს იმ დედამთილზე გიყვებით ჯვრისწერაზე რომ წყევლა კრულვით გაგვაცილა მე და ჩემი ქმარი. მერე მშობიარობის დროს მე და ჩემს შვილს, რომ სიკვდილი გვისურვა..

დიახ იმ დედამთილზე გიყვებით, ჩემი ქმრის სიყვარულით ყველაფერი, რომ დავივიწყე და დედა

დავუძახე. მერე ყველგან ვაქებდი და ვადიდებდი და მართლა გულწრფელად მჯეროდა, რომ შევუყვარდი... იმ დედამთილზე ვამბობ ბაღიდან რომ მოხსნეს და სასამართლო, სასამართლო დავწანწალებდი, რომ გულდაწყვეტილი არ დარჩენილიყო...

ეს ის დედამთილია თურმე სტერეოტიპებს ამსხვრევს კი არა გულში ბალღამს, რომ ატარებს ალბათ იმიტომ, რომ ოდესღაც მისმა შვილმა მისი არჩეულის მაგივრად, თავისი რჩეული მოიყვანა ცოლად... დიახ ეს ჩემი საყვარელი დედამთილია, რომელიც სიხარულით აზიარებს იმ პოსტს მე რომ არც მინახავს და რომელიც მე კი არა პირდაპირ თავის შვილს გაუგმირავს გულს ... აი ესეთი სამწუხარო ამბებიც ხდება ცხოვრებაში .... ესეც გაივლის".

"პულსი ამდიოდა 100-ზე, საუბრისას ღრმად ჩასუნთქვები მჭირდებოდა" - ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს

როცა ქართველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობილი ნახატების "გაცოცხლება" სთხოვა, ბავშვებმა ასე საოცრად შეასრულეს დავალება...

"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ