ძლიერი ხანძარი ლილოში - დაშავებული მეხანძრე და დამწვარი 450 კვ.მ ფართი

ძლიერი ხანძარი ლილოში - დაშავებული მეხანძრე და დამწვარი 450 კვ.მ ფართი

ლილოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა, დაშავებულთაგან ერთი მეხანძრე, მეორე კი თავად ობიექტის დაცვის თანამშრომელია.

”მეხანძრე მსუბუქადაა დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა. მეორე დაშავებული კი ობიექტის დაცვის წარმომადგენელია”, - აღნიშნა გელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 450 კვადრატული მეტრის ფართია დამწვარი.

”იწვოდა მთლიანი შენობის 450 კვადრატული მეტრი. შენობა წარმოადგენს სასაწყობო მეურნეობას, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. ხანძარის ლოკალიზებისთვის მობილიზებული იყო 12 ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპზე ის ლოკალიზებულია”, - განმარტა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია